ავტორი: T-Architects | კოლაბორაცია: ნიკოლოზ მაისურაძე, დავით ცანავა

მდებარეობა: ზუგდიდი, საქართველო

ფართობი: 1500კვ.

გუნდი: გიორგი ინასარიძე, ლევან მირიანაშვილი, მიხეილ მაღლაკელიძე, გიგი თავიდაშვილი

სტატუსი: კონკურსი (პირველი ადგილი)

დამკვეთი: მუნიციპალური განვითარების ფონდი

ბიუჯეტი: 5 მლნ. ლარი

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ზუგდიდის ცენტრში, დადიანების სასახლის მიმდებარედ. შენობა რეფლექსირებს ურბანულ გარემოზე და თავისი ჯვარედინი ფორმის საშუალებით ოთხივე მიმართულებით ორიენტირებულია ხედებზე, (დადიანების სასახლე, ნიკოსეული სასახლე, ქალაქი, სკეიტ პარკი) რაც ქმნის ურბანულ დიალოგს არქიტექტურასა და არსებულ კულტურულ კონტექსტს შორის.

შეთავაზებული შენობის ფორმა გახსნილი გეგმარების მქონე საზოგადობრივი სივრცეებიისგან შედგება. სამკითხველო დარბაზისა და მედიათეკის ნაწილი განთავსებულია ორსინათლიან ამფითეატრზე და ხედით გახსნილია სასახლის პარკის მიმართულებით.

შენობა ორ სართულიანია. პირველი დონე ეთმობა ჰოლს, კაფესა და მედიათეკას. კონსოლზე გადმოკიდებულ მეორე სართულზე განლაგებულია ადმინისტრაცია, საგამოფენო სივრცე და ტერასა. მთლიანი გეგმარება ამ ფუნქციების მუდმივ კავშირს ჰარმონიულად უზრუნველყოფს.

არქიტექტურული ფორმა და მისი ლანდშაფტზე განთავსება საშუალებას ქმნის, რომ სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი სივრცეები ეზოშიც მოეწყოს, მაგალითად: გარე კაფე, სამკითხველო სივრცე, ამფითეატრი და სხვა.

Facebook Comments
facebooktwitterpinterest