რუსეთის ფედერალური სუბიექტი

დედაქალაქი: იაკუტსკი

ფართობი: 3.083.523 კმ2

მინიმალური დაფიქსირებული ტემპერატურა: −71.2 °C

ნებისმიერი ადგილის არქიტექტურის განვითარება მჭიდრო კავშირშია მის გეოგრაფიასთან და კლიმატურ პირობებთან. რელიგიურთან და პოლიტიკურთან ერთად, სწორედ ეს ფაქტორები კარნახობენ მიმართულებებს ფორმების, პალიტრის და სხვა სპეციფიურ თავისებურებებს ჩამოყალიბების დროს. იაკუტია მსოფლიოს ყველაზე ცივი დასახლებული ადგილია. მის მოსაზღვრედ ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის წყლები წლის მანძილზე 9-10 თვის განმავლობაში ყინულით არის დაფარული. ადგილის ტერიტორია 3.083.523 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და მისი მასშტაბის აღსაქმელად შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ ეს ციფრი, მაგალითად, არგენტინის ფართობზე დიდია.

რეგიონის არქიტექტურა რადიკალურად განსხვავებული წყაროების გავლენით ჩამოყალიბდა, დაწყებული მკვიდრი მოსახლეობის კულტურული თავისებურებებით და დამთავრებული საბჭოთა ესთეტიკით. ქვეყნიერების ამ ნაწილში მაინც და მაინც ბევრი ახალი შენობა არ არის და მათი უმრავლესობა არც კი განსხვავდება საბჭოთა ნაგებობებისგან. ზოგიერთი შენობა, უმეტესად დედაქალაქ იაკუტსკში, მცდელობით შემოიტანოს დიზაინის ახალი ტალღა, შეიძლება ითქვას, უხერხულადაც კი გამოიყურება.

მიუხედავად ამისა, რუსული ალმასების დედაქალაქი მირნი, ასევე იაკუტიის ნაწილი, უნიკალური შემთხვევაა ქალაქგეგმარების კუთხით. ის 1950-იანი წლებიდან ბრილიანტის მაღაროს გარშემო ვითარდება. ზოგიერთი შენობა თითქმის მის კიდეზეა დასმული. ქალაქის პანორამა სურეალისტურად გამოიყურება. დღეს წიაღისეულის მფლობელი ერთ-ერთი რუსული კომპანია, ქვეყანაში მოპოვებული ბრილიანტების 99%-ს, ხოლო მსოფლიოში ბაზრის ერთ მეოთხედზე მეტს წარმოადგენს.

აქაური ქალაქების სიკვდილის მიზეზი სწორედ უკიდურესაც რთული და ცივი კლიმატური პირობებია. ასეთი მსხვერპლია ქალაქი კადიკჩანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გაშენდა და ნახშირგადამამუშავებელი მაღაროს წყალობით განვითარდა. ის 2010 წლიდან ოფიციალურად დაუსახლებელ პუნქტად ითვლება. გაუკაცრიულებული შენობები რეგიონის არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მკვეთრ შეფერილობას ნელ-ნელა კარგავს.

აქ კლიმატი მართავს პროცესების უმრავლესობას. თუმცა განადგურების გარდა ბუნება თავად ქმნის მონუმენტებს. ამის მაგალითი 220 მეტრის სიმაღლის ლენის ქვის პილონების ტყე არის. ის unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და აქ უძველესი სახეობების ნამარხი ნაშთების პოვნაა შესაძლებელი.

ადამიანები საარსებო გარემოს ხელოვნურად ათასწლეულების მანძილზე ქმნიან და ხვეწავენ მას. ითვისებენ დედამიწის წარმოუდგენლად რთულ მონაკვეთებს. აქ, იმისათვის, რომ საარსებო გარემო შენარჩუნდეს, არქიტექტურა აბსოლუტურ შესაბამისობაში უნდა იყოს ფუნქციურ და ვიზუალურ მოთხოვნებთან.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest