არქიტექტურა: MUA

ნიკა გურაბანიძე, ნიკა მაისურაძე, სალომე ღუდუშაური, ნიკოლოზ ქსოვრელი, ეკა რეხვიაშვილი, ტატა ქოიავა, გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი

მდებარეობა: თამარ ჭოველიძის ქ. თბილისი, საქართველო

სამშენებლო ფართი: 550მ2

წელი: 2015

 

ამ სტატიაში წარმოდგენილი პროექტი არის თბილისის საკმაოდ სპეციფიური ნაწილის, დიდი ფაესულობის მქონე პატარა მიწის ნაკვეთის, სამომავლო განვითარების გადაწყვეტილების შეთავაზება. მისი მნიშვნელობა შეგვიძლია განვსაზღვროთ უფრო როგორც აბსტრაქტული იდეა თუ როგორ უნდა მოვექცეთ ქალაქის ამ ნაწილს, ვიდრე უბრალოდ კონკრეტული არქიტექტურული ობიექტი. პროექტის სამუშაო დასახელება არის “Rooms Apartment Hotel”, რადგან ის განთავსებულია ვიწრო ცალმხვრივ ქუჩაზე, ცნობილ სასტუმრო „რუმს“-ის საპირისპირო მხარეს და ჩანაფიქრით უნდა იმართებიდეს ამავე სასტუმროდან. პროექტი MUA-ს მიერ მოკლედ აღწერილია ქვემოთ:

მთავარი ამოცანა იყო დაგვეპროექტებინა შენობა, რომელიც იქნებოდა თანამედროვე, იზოლირებული ხმაურიანი ქუჩისგან, სასიამოვნოდ მსუბუქი და განსატვირთი ადგილი ვიზიტორებისთვის და შეთანხმებული ქალაქის მერიის მიერ დაცულ ზონაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გვერდით.

კონცეფციის ძებნაში რიგი ცდების შემდგომ, ჩვენ მივედით იმ აზრამდე, რომ განგვეთავსებინა სუფთა ტილო რომელზეც გამვლელებს შეეძლებოდათ „დაეხატათ“ მათი წარმოსახვითი სურათები, რაც ჩვენი გაგებით იყო გამოსავალი დაგვეკმაყოფილებინა ყველას გემოვნება.

ფასადი შესრულებულია ნახევრადგამჭვირვალე გადაჭიმული მასალისგან, რომელიც საშუალებას აძლევს შენობას გაცოცხლდეს შებინდებისას და გადაიქცეს თეთრ ტილოდ დღის შუქზე.

სიმყუდროვის და დატვირთული ქალაქის გარემოსგან იზოლირებულობის შეგრჩძნების შესაქმნელად შენობაში კონსოლური ნაწილის ქვეშ ქუჩის მხარეს განვათავსეთ ღია ბაღი და მის შიგნით იზოლირებული შიდა ეზო, ისე რომ თითოეულ აპარტამენტს მწვანე ზონაზე გამავალი საკუთარი ტერესა აქვს.

გარშემო მყოფი ნაგებობების სიმაღლე ყურადღებით არის გათვალისწინებული და დამატებითი სართულის მოწყობისათვის შენობის მიწის სართული ქუჩის დონეზე ცოტათი უფრო დაბლა არის დაწეული. შესასვლელის ნაწილი სარდაფის ტიპის ფართს რომ არ დამსგავსებოდა მინის ფრონტს და ქუჩას შორის დატოვებულია სივრცე. ასე, რომ თეთრი ტილო თითქოს ოდნავ დაფრინავს ჰაერში, მაგრამ არც ზედმეტად არის ამოწეული ქუჩის პანორამის ზოლიდან.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოცემული პატარა ქუჩა სავსეა სიცოცხლით და მოძრაობით, მეტიც – მეზობელი აგურის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საკუთარ თავში ითავსებს სხვა და სხვა დანიშნულებას. ამრიგად, ახალმა შენობამ ქალაქს უნდა შესთავაზოს რაღაც საინტერესო და მიმზიდველი ვიზუალური თვალსაზრისით და ამავე დროს არა ნაკლებ ფუნქციონალური. მეზობელ ნაგებობებს და „თეთრ ტილოს“ შორის კონტრასტი თითოეულ მათგანს მეტ ესთეტიურ ფასს სძენს.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest