საავტორო ჯგუფი: დავით ბროდსკი, თინათინ გურგენიძე, ოთარ ნემსაძე, ტობიას შმიტი, გიგი შუკაკიძე

მდებარეობა: ზალივსკის ტბა, ივანო ფრანკივსკი, უკრაინა

წელი: 2019

ავტორებისგან:

“თავდაპირველად გარაჟი ავტომობილის მოპარვისგან დაცვის მიზნით შენდებოდა მძიმე კრიმინალური ვითარების დროს 90-იანებში. თვითნაშენი გარაჟების წარმოშობა ასევე უკავშირდება პრივატიზების კულტურის აღმოცენებას კომუნიზმის შემდგომ პერიოდში.ურბანული სივრცეების ზრდამ და მისმა არაფორმალურმაგანვითარებამ შედეგად ქაოტური ურბანული პროცესები და გეგმარების პრინციპების უარყოფა მოიტანა. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თვითნაშენი გარაჟები არსებული სოციალური პრობლემების ერთ ერთ გადაჭრის მეთოდსაც წარმოადგენდა.

დანაშაულების შემცირებამ და მისმა თანხვედრამ გარაჟის გაქირავების ახალ შესაძლებლობებთან ადამიანებს მანქანები გარაჟებიდან კვლავ გამოაყვანინა. ინფლაციის კრიზისის ზრდასთან და რურალურ მიგრაციასთან ერთად (რომლებმაც გაზარდეს ურბანული სიღარიბე) გარაჟები უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურას და სივრცეს მარგინალიზებულთა საარსებო საჭიროებებისთვის: ისინი გამოიყენება როგორც კომერციული სივრცეები – ბოსტნეულის გაყიდვისთვის, სახელოსნოებისთვის, აფთიაქებისთვის და სილამაზის სალონებისთვისაც კი. მიუხედავად დინამიკური ცვლილებებისა, არის ერთი სახასიათო ნიშანი, რომელიც იმთავითვე მტკიცედ არსებობდა: გარაჟები ყოველთვის პასუხობდნენ სისტემის ნაკლოვანებებს. იქნებოდა ეს სოციალური გეგმარების ინსტიტუციების უუნარობა უზრუნველეყოთ შესაბამისი პარკინგის პირობები მანქანებისადმი მზარდად კეთილგანწყობილ ქალაქში, ან კაპიტალური ქალაქის უუნარობა უზრუნველეყო ხელმისაწვდომი კომერციული სივრცე მწვავე ეკონომიკური დეპრივაციით გატანჯული მაღაზიის მფლობელებისთვის. ის, რაც ამჟამინდელი მფლობელობის სისტემის განაწილებაში იკარგება, არის ადაპტაციის უნარი, რომელიც, ჩვეულებრივ, არაფორმალური ობიექტის თანდაყოლილი ნიშანთვისებაა. მაშინ, როცა მესაკუთრეებს გარაჟების თავისსავე კომერციულ ფუნქციებზე მორგების არც ფინანსური რესურსები და არც ლეგალური კომპეტენცია გააჩნია, გარაჟების ფორმა უცვლელი რჩება.

გარაჟში ადამიანი დაუბრუნდა ადამიანსსაკუთარი თავის პრიმიტიულ საწყისს ფორმას. დროებითი მოცემულობა, რომელმაც გამოქსოვა დროებითი ადამიანისაკუთარი სცენის მაყურებელი.

მოგებული, დაკავებული სტრუქტურა, რომელიც საბოლოოდ სიცარიელედ შემორჩა. სიცარიელე, როგორც შენარჩუნებული სიმდიდრე. სიცარიელე მემკვიდრეობითი მოცემულობაა და ჩნდება მისი ამოვსების / მასთან ბრძოლის სურვილი. სიცარიელეს სტიქია ამოავსებს. მოზღვავებული წყლის ნაკადი დატბორავს გარაჟს. გარაჟი სავსეა გასართობი, მხიარული ნივთებით. წყლის ნაკადს თან სდევს ბავშვების ჟრიამული, დამაყრუებელი წივილი, რაც ამ ადგილას მანამდე არ ყოფილა.

გარაჟი მყარად ნაშენია რკინისგან და დახურულია რკინის საკეტით.

თბილისი:

“გლდანის მეხუთე მიკრორაიონში მდებარე N17-24 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, ავტოფარეხების მეპატრონეების გადაწყვეტილებით, 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს.მეპატრონეებმა გლდანში 50-მდე ავტოფარეხი სარეკრეაციო სივრცის მოსაწყობად დათმეს. როგორც გლდანის რაიონის გამგეობაში განმარტავენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სკვერი გაფართოვდება და მოსახლეობასთან შეთანხმებით, საზოგადოებრივი სივრცე მოეწყობა. მათივე ცნობით, რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 9 000 კვ.მ ფართობზე განთავსდება. სამუშაოების შედეგად, ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, გარეგანათება და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, დაითესება ბალახი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება.”

წყარო: https://droa.ge/?p=48945

პროექტი განხორციელდა MetaLab – ის მიერ ორგანიზებულ ფესტივალის: City Scanning Session 2019 წლის ფარგლებში.

https://www.metalab.space/city-scanning-19/ua

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest