დიზაინერი: ტიერი დრაიფუსი

მწარმოებელი: ფლოს (ბოვეზო,იტალია)

 

ასეთი „გაბედული“ სახელით წარმოგვიდგება განათების ეს ინსტალაცია, რომელიც ინტერიერის უშუალო ნაწილს წარმოადგენს.

“კედლის ნაპრალი” ფრანგ განათების არტისტს ტიერი დრაიფუსს ეკუთვნის, რომელიც თავის ნამუშევარს ჭრილობას ადარებს.

რაც შეეხება დიზაინს, უხილავი წყაროდან განათებული უსწორმასწორო ზედაპირი უწყვეტი მთების სისტემას ემსგავსება და თითქოს ვულკანიდან ამოხეთქილი ლავის სიმხურვალეც კი შეიგრძნობა. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინსტალაცია LED ნათურებითაა აღჭურვილი, რომლებიც ამ იდეის საპირისპიროდ, პრაქტიკულად არანაირ ტემპერატურას არ გამოყოფს.)

ნამუშევარი ორი – ოქროსფერი ან ვერცხლისფერი შეფერილობით არსებობს, ასევე შესაძლებელია კედელში მისი ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დამონტაჟება.

სანათის ტექნიკური მონაცემები:

ოქროსფერი – თბილი თეთრი LED (Light Emitting Diode) -2800 კელვინი CRI (Color Rendering Index) 90

ვერცხლისფერი -ცივი თეთრი LED (Light Emitting Diode) -5000 კელვინი CRI (Color Rendering Index) 90

 

რაც შეეხება ავტორს, მის შემოქმედებას სამოდელო ინდუსტრიის ბევრი ცნობილი „სეტი“-ს განათება ეკუთვნის მსოფლიო მასშტაბით. მისი სახელი ისეთ ცნობილ ბრენდებთან ასოცირდება, როგორიცაა: Helmut Lang, Dior Homme, Calvin Klein, des Garçons, Jil Sander და სხვა.

ხელოვანის შემოქმედებაში არქიტექტურის განათებასაც უჭირავს ადგილი. ის აქაც არ შემოიფარგლება ვიწრო სპექტრით და თეატრებისა და ოპერების განათებასთან ერთად, სხვა მრავალი საზოგადოებრივი შენობის განათების პროექტები აქვს შესრულებული.

სხვათაშორის, განათების ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება აქვთ ეს ინსტალაცია თბილისში, “ახალი ნათების” შოურუმში იხილონ, დ.აღმაშნებლის ხეივანში.

მანამდე კი გაეცანით ვიდეოს, რომელიც ამ ინსტალაციას დეტალურად აღწერს:

 

 

ავტორი: თამარ გაჩეჩილაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest