დიზაინი: გუნტის ზინგის

გრაფიკა: სვეტლანა შაგუნ

ფოტო და ვიდეო: უგის ნაგლინს და მარტინს გრაუდს გუნდთან ერთად

ქვეყანა: ლატვია

ხელმისაწვდომი ზომები: S M L

პიროვნული თვისებები: ინოვაციური, ჯანმრთელი, ჭკვიანი, დაპატენტებული

სკამი კაცობრიობის გამოგონებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი ნივთია, მან საუკუნეების მანძილზე ბევრჯერ შეიცვალა ფორმა, ვიზუალი და ყოველ ჯერზე უმჯობესდებოდა. თანამედროვე ყოფა გვაიძულებს სიცოცხლის უდიდესი ნაწილი დამჯდარ მდგომარეობაში გავატაროთ, თუმცა სამყარო ჩვენს გარშემო გიჟური და უცნაურობებით სავსეა. დიდი ხნის მანძილზე ჯდომა თავის მხვრივ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, ამიტომ Wchair-ის გუნდმა გადაწყვიტა შემოგვთავაზოს ინოვაციური პროდუქტი რომელსაც ვფიქრობთ შეუძლია სამუდამოდ შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ჯდომაზე.

Wchair-ის გეომეტრია ვიზუალურად მიმზიდველი და ელეგანტურია, ამავე დროს მისი სამ საყრდენიანი სტრუქტურა წელგამართული ჯდომის საშუალებას გვაძლევს. სკამის რბილი მოყვანილობა აერთიანებს უნაგირისებურ დასაჯდომს და ორ სამუხლე საყრდენს, რაც ამცირებს ხერხელამზე ზეწოლას.

„იდეა ჩემს გონებაში გაჩნდა ხანგრძლივი სამკურნალო მედიტაციისას. მე ვცდილობდი მოხერხებულად მომერგო ბალიშები, რათა შემემცირებინა ტკივილი ზურგის არეში და მუხლებში. მაშინ ვიფიქრე, რატომაც არ გამომეყენებინა იგივე პრინციპი ჯანსაღი ჯდომისათვის და მენტალური აქტივობისთვის ოფოსში და სახლში?

ერთწლინი კვლევის შედეგად, რომლიც საუკეთესო ერგონომ ექსპერტებთან ერთად ვაწარმოეთ, მივედით დასკვნამდე – რომ ერგონომიული ჯდომა დასადგომ მაგიდასთან ერთობლიობაში საუკეთესო გამოსავალია ტრადიციული ჯდომის საათების შესამცირებლად.“

 

 

ჩანახატზე ჩანდა სიმაღლის სარეგულირებელი სახელურის მსგავსი დეტალი, რომელსაც მზა პროტოტიპზე ვეღარ იპოვნით. Wchair-ის ევოლუციასთან ერთად ის გაქრა. idaaf-ს პროექტის ავტორმა ეს ცვლილება ასე დაუსაბუთა:

„ჩვენი ჩანაფიქრით სკამი იმდენად მინიმალისტური უნდა გამოსულიყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობდით სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობაზე, მაგრამ ნებისმიერ მექანიზმს შეეძლო ჩვენი დიზაინი უფრო მძიმე და არც თუ ისე მკაფიო გაეხადა. ამიტომ გადავწყვიტეთ ის ყოფილიყო მარტივი, პერსონალური და მისი წარმოება სამ ზომაში მოგვეხდინა, ისე რომ ნებისმიერი გაბარიტების ადამიანზე ყოფილიყო მორგებული“

პროდუქტი წარმოდგენილია სამ ფერში, თუმცა მისი ლითონის ჩარჩო და პლასტმასის ნაწილი უცვლელი რჩება ყველა ვარიაციაში. ეს მუდმივი დეტალი, ობიექტის ინდივიდუალურ მოცულობასთან ერთად შესაძლებელს ხდის შენარჩუნდეს დიზაინის იდენოტობა.

Wchair მალე სერიული წარმოების პროდუქტი გახდება და მისი წარმატება გარდაუვალია. ასე რომ – თუ ისევე დაინტერესდით, როგორც idaaf მეტი ინფორმაციისთვის გადადით www.mywchair.com -ზე ან ნახეთ ვიდეო https://vimeo.com/140766871

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest