მდებარეობა: წყნეთი, საქართველო

წელი: 2018

არქიტექტურა: MUA

ინტერიერის დიზაინი: ნინო ნოზაძე

ლანდშაფტის დიზაინი: ტატუკა ჯაფარიძე

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

 

არქიტექტორებისგან:

“ვილა “KO” დაბა წყნეთში, თბილისიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ლუის კანის კონცეფციის, “servant served” -ის ინსპირაციით, სივრცე ინვერსიულად, შიდა და გარე სივრცეების ერთმანეთში არევითა და შერწყმით დავაპროექტეთ. გეგმარების არსი, მისი სივრცული გადანაწილება, უღიმღამო გარემოსა და კონტექსტიდან მისი ამოჭრისა და იზოლირებისკენ მივმართეთ, რაც მკაფიოდ გამოვლინდა ბინის ძირითადი და დამხმარე სივრცეების ურთიერთკავშირში.

მართკუთხა გეგმარება დაყოფილია ძირითად და დამხმარე, ფუნქციურ სივრცეებად. ვილა მოიცავს მთავარ, საბავშვო და სტუმრის საძინებელ ოთახებს. სხვადასხვა სივრცეებს შორის მოქცეული, მაკავშირებელი ადგილები ფუნცქიონალურად დატვირთული და მარტივად მისაწვდომია. სარეკრეაციო ზონები, სინათლით სავსე ატრიუმები და ბაღები, სახლის ძირითადი ბირთვის გარშემოა განლაგებული. შიდა ეზო, ტერასა და აუზი მოხერხებულად ებმის საერთო საცხოვრებელ სივრცესა და სამზარეულოს.

სქელი კედლები და მათი წყობა, მეტადრე აძლიერებს იზოლირებისა და პრივატულობის განცდას, რაც გეგმარებითი ჩანაფიქრის და ზოგადი მოცემულობის მთავარი არსია.”

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest