პროექტი: ორსართულიანი პენტჰაუსის ინტერიერის დიზაინი “კრწანისი რეზიდენსში”

საერთო ფართი: 452 კვ.მ

წელი: 2020

“კრწანისი რეზიდენსის“ ამ პენტჰაუსში მოქმედება ხვეული კიბის გარშემო ვითარდება, რომელიც ბინის ორ სართულს აკავშირებს. ზედა სართულის გახსნილი ინტერიერი საერთო მოხმარების სივრცეებს აერთიანებს, სადაც განლაგებულია სამზარეულო, სასადილო, საერთო ოთახი და ტერასა. ქვედა სართულზე მდებარეობს საძინებელები, სამუშაო ოთახი, საერთო ოთახი და აბაზანები.

ნათელი ინტერიერის თეთრი კედლები, უჟანგავი ფოლადის ამრეკვლად სამზარეულოსთან ქმნის კონტრასტს. გამორჩეული დეტალია ხის ხვეული კიბე, რომელიც ერთგვარი მონუმენტურობით აფიქსირებს ბინის ღერძს . ავეჯი შერჩეულია ისე, რომ განსხვავებული ტექსტურები ინტერიერის საერთო ბალანსს არ არღვევს და მკვეთრი აქცენტებით სივრცეებში ფერადოვნება შემოაქვს.

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest