ყველაფერს ორი მხარე აქვსო ნათქვამია და არც არქიტექტურაა გამონაკლისი. მიმზიდველი ფასადების უკან, ხშირად, ულამაზო დეტალები, ხოლო შთამბეჭდავი ინტერიერების მიღმა, გარეშე თვალისგან დამალული „შავ-ბნელი კუნჭულებია“.

არქიტექტურა ძალაა!

კარგი არქიტექტორი ისაა, ვინც სივრცეზე ღირსეულად გაბატონდება, ხოლო გენიოსია ის, ვინც ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანის ემოციებზეც იმოქმედებს. უნარიანი, გავლენა მოახდინოს გარემოსა და გუნება-განწყობაზე, ჰაეროვანი კონტურებიდან დამთრგუნველ შენობებამდე გავლენა ისე ძლიერდება, ადამიანი ვერც კი ხვდება, როგორ ექცევა ურბანული სივრცის წნეხის ქვეშ. გვაქვს საყვარელი შენობა, ქუჩა, ქალაქი… თუმცა არის ადგილები, სადაც გავლა ყველაზე მეტად არ გვიყვარს. გაუცნობიერებლად თუ პირიქით, ამის მიზეზი უმეტესწილად არქიტექტურაა, ცალკეული არქიტეტორების ქმნილებების ერთობლიობა არის შედეგი ჩვენი გუნება განწყობილებისა, ურბნულ სივრცეში ინტეგრირებისა და ყოველდღიური ქმედებების განმსაზღვრელიც კი.

შენობები ადამიანებივით არიან, სუნთქავენ და შეფასებებს იღებენ. ეს ორ სახიანი არსებები კარგად პოზირებენ თავიაანთი ღირებული ნაწილებით მნახველების წინ, ხოლო უხეშ, ულამაზო დეტალებს საგულდაგულოდ მალავენ. როგორც ადამიანებში, შებობებშიც გამოჩნდებიან ხოლმე გაბედულები, რომლებსაც თავიიანთი არც ერთი სხეულის ნაწილის არ რცხვენიათ და პირიქით, საყოველთაოდ აქვთ ხოლმე გამოფენილი, სილამაზის სტერეოტიპული აღქმის დასანგრევად. პარიზში პომპიდუს ცენტრი ავიღოთ, მთელი შიდა საპროცესო ნაწილები და ვენტილაციის შახტები გადმოყრილი რომ აქვს ყველას დასანახად. ერთი გაფიქრება ისაა, რომ ლოგიკურად, ეს შავი სამზარეულო შენობებს საგულდაგულოდ დამალული უნდა ჰქოდეთ, მარა მეორე გაფიქრებისას, ჯანდაბას ლოგიკა, როცა ეს ყველაფერი ასე შთამბეჭდავად გამოიყურება და სილამაზე ნამდვილად ყველაფერშია, ჩვენ უბრალოდ მისი დანახვა უნდა შევძლოთ.

თუმცა ყოველთვის ხომ ასე არაა, შენობები ისევ გულმოდგინედ მალავენ თავიაანთი სხეულის ულამაზო ნაწილებს და თუ ცნობისმოყვარე არაა, ასი წელი დროს არავინ დახარჯავს იმათ აღმოსაჩენად. ამ სტატიაში რამდენიმე ფოტო შევკრიბე შენობებისა, რომლებიც , ჩვენს გარშემო არსებობენ და მეორე სახეც გააჩნიათ. ადამიანებიც ხომ მათსავით არიან: უყურებ და იმ ლამაზი სახის მიღმა რა იმალება, კაცმა არ იცის.

მასიმილიანო და დორიანა ფუკსასის შენობა რიყეზე

ფოტო: გიორგი მაჭავარიანი

ამ შენობას რამოდენიმე რაკურსი აქვს, საიდანაც ისე გამოიყურება, რომ არქიტექტურის მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს. მრგვალი ფორმებისა და მბზინავი მასალების ერთობლიობა საინტერესო არქიტექტურის ნიმუშს ნამდვილად გვთავაზობს, მაგრამ საკმარისია, ავლაბრის მიმართულებით ბარათაშვილის აღმართს ავუყვეთ და მისი ის „მეორე სახე“ დავინახოთ, რომელიც ნარიყალა/ მთაწმინდის ხედს მთლიანად ბლოკავს, რომ შენობა ისეთი მიმზიდველი სულაც აღარ გვეჩვენება. შენობა დამოუკიდებლად შეიძლება ღირებულია, მაგრამ გარემოში მისი ინტერგირება არც ისე სასარგებლო აღმოჩნდა თბილისის ისტორიული ნაწილისთვის.

თბილისის რიტუალების სასახლე

ფოტო: თბილისის რიტუალების სასახლე

ამ შენობის ის ფასადი, რომელიც ქალაქზე იშლება, საკულტო გახდა და თავისი განსხვავებული, შთამბეჭდავი ფორმებით ჩვენს გონებაში სამუდამოდ აღიბეჭდა. თუმცა არის მისი „მეორე მხარეც“, რომელიც ცოტას თუ უნახავს, თუმცა არანაკლებად საინტერესოა.

 

ნაქულბაქევის ახალი ტექნოლოგიებისა და არქეოლოგიის ცენტრი

ფოტო: გიორგი მაჭავარიანი

რამდენს შეგიმჩნევიათ თბილისში შემოსვლისას ეს პაწია, მშვიდი შენობა? იმედია ბევრს, რადგან მისი წინა ფასადი თუმცა არაფერი ახალი სიტყვაა თანამედროვე არქიტექტურაში, მაგრამ თავისი სადა ფორმებისა და მასალების გამო მაინც იწვევს კეთლგანწყობას. ხოდა იმას ვამბობ, გზიდან რაც ჩანს მიმზიდველია და მოგვწონს და ახლა უკანა მხარესაც გაჩვენებთ. ვერც იფიქრებთ, რომ ეს ამ შენობის ფასადია ხო? სათავსები, რომლებიც გარეშე თვალისგან მიუწვდომელი უნდა იყოს, უკანა პლანზეა გადატანილი და თავისი არსებობით გამვლელებს არ აწუხებს.

პომპიდუს ცენტრი პარიზში

აი ეს უსირცხვილო შენობა, მთელი შიგნეულობა რომ გადმოუყრია და ამბობს: სილამაზე ყველაფერშია! დასამალი არაფერი აქვს და ამაყობს აურაცხელი ვიზიტორითა და ჩემენაირებით, უმოწყალოდ რომ ვაქებთ და ვადიდებთ.

და ბოლოს, გოგი ჩახავას ყოფილ გზათა მშენებლობის სამინისტროსა და ქართული არქიტექტურის სიამაყეს, ხან აქედან ვუტრიალეთ, ხან იქიდან და „მეორე სახე“ ვერ ვუპოვეთ, არ აღმოჩნდა არც ერთი დეტალი, არც ერთი ფოტო კადრი, რომელიც რაიმე ხელჩასაჭიდს ვუპოვდით. ან უნაკლოდ მალავს თავის მეორე სახეს ან მართლაც უნკლოა. მე პირადად მეორე უფრო მგონია.

 

სტატია პირველად გამოქვეყნდა: www.photoessay.ge -ზე

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest