ინაკი ალისტე ლიზარალდე ესპანელი ინტერიერის დიზაინერია, რომელსაც საინტერესო ჰობი აქვს, ის საყვარელი სერიალებისა და ფილმების სახლის გეგმების ნახატები ქმნის. პირველი გამოქვეყნებისთანავე ნამუშევრებმა მალე მოიპოვა პოპულარობა იმ მარტივი მიზეზით, რომ სახლები იმ ეკუთვნით გმირებს, რომლებსაც ბევრი თაყვანისმცემელი ყავს. შესრულების ტექნიკაც საგრძნობად პოზიტიურია, თითქოს ბავშვის ნახატებსაც კი ჰგავს.

მე, როგორც „დიდი აფეთქების თეორიისა“ და „მეგობრების“ ფანს, ძალიან მესიამოვნა ამ ნამუშევრების აღმნოჩენა. სერიალში ნანახი კადრები თითქოს დალაგდა და ეხლა უკვე ზუსტად ვიცი, სად დგას ლეონარდის გარდერობი, სადაც კომიკ კონის კოსტუმებს ინახავს და პენის მაცივარი, რომელშიც ღვინო არასდროს თავდება, ან სად მალავს მონიკა ახალი წლის საჩუქრებს, ხოლო ჯო სენდვიჩებს.

ჩვენ ყოველ კვირა ველოდებით საყვარელ სერიალს, გმირებსა და იმ სიუჟეტის განვითარებას, რომელიც სწორედ ამ სახლებში ხდება. ეს ილუსტრაციები კი ნამდვილად გაგიადვილებთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახლების დიზაინის აღქმას და მათ დანახვას ახლა უკვე სხვა რაკუსრით, ზემოდან.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest