დიზაინერი ანუკა თავართქილაძე მორიგ პროდუქტს სახელწოდებით: „Tiled Table„ გვთავაზობს.

მაგიდა ზომებით: 1250x600x380, ხისა და კერამიკული ფილების კომბინაციას წარმოადგენს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ხის მაგიდა სპეციალურ მოვლას საჭიროებს. ის შეიძლება ადვილად დაზიანდეს ცხელ საგნებთან კონტაქტის შედეგად. ამის თავიდან ასაცილებლად, საოჯახო საქმიანობისას იყენებენ სპეციალურ საფენებს, რომელიც ცხელ საგანსა და ხის მაგიდას შორის ერთგვარ ბარიერს წარმოადგენს. სწორედ ეს გახდა ავტორის ინსპირაციის წყარო, შეექმნა მაგიდა, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრიდა. ხის მასალისა და ფაიფურის სინთეზი ერთის მხრივ თავისებურ უჩვეულო კონტრასტს ქმნის, თუმცა მეორე მხრივ, სწორედ ეს სინთეზი სძენს მაგიდას ფუნქციურ მრავალფეროვნებას. კერამიკული ფილები და მათზე არსებული მომწვანო-შაბიამნისფერი ორნამენტები ხელით არის შესრულებული White Studio-ს მიერ, რაც მაგიდას მეტ მიმზიდველობასა და ჰაეროვნებას სძენს.

 

 

ავტორი: ნანოუკ ზაალიშვილი

ფოტო: Lig Studio

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest