არქიტექტორმა ტომას ჰეზერვიკმა ლონდონში, მდინარე ტემზაზე „ხიდი – ბაღის“ პროექტი წარმოადგინა.

2013 წლის დასაწყისში ლონდონის სატრანსპორტო კომპანიამ (TFL) მდინარე ტემზაზე საფეხმავლო ხიდის პროექტის ტენდერი გამოაცხადა. ჰეზერვიკის სტუდიამ, ხელოვან ჯოანა ლუმლისთან ერთად ერთად წარმოადგინა იდეა ხიდისა, რომელიც ამავდროულად იქნება ნარგავების ბაღიც. “ ხიდი-ბაღი“, როგორც მას ეწოდა , მდინარის სამხრეთ ნაპირს კოვენტ გარდენთან დააკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ჰეზერვიკია ავტორი ლონდონის ახალი წითელი ავტობუსების დიზაინის, ბრიტანეთის პავილიონის, Seed Cathedral -ისა შანხაის 2010 წლის ექსპოზე და კიდევ სხვა მრავალი ობიექტისა, როგორც ინგლისსში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

როგორც არქიტექტორმა აღნიშნა, ხიდის ფუნქცია, იყოს ბუნებრივად გამწვანებული და განკუთვნილი მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის, გამომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანებმა დიდიხანია ეს დანიშუნლება გარიყეს და ჩაანაცვლეს ტრანპორტისთვის განკუთვნილი ხიდებით, სადაც ქვეითების სასიარულოდ არც თუ ისე კომფორტული პირობებია შექმნილი. არქიტექტორმა გადაწყვიტა რომ ამ ხიდით აგიტაცია გაუწიოს მსგავს პროქტებს და კიდევ უფრო მეტი მწვანე ნარგავი შემატოს ქალაქს.

ლანდშაფტის არქიტექტურის ეს მშვენიერი ნიმუში, ლონდონს შესძენს კიდევ ერთ სარეკრეაციო ზონას იმ მრავალრიცხოვანი სკვერებისა თუ პარკების გვერდით, რომელიც ქალაქში უკვე არსებობს და რომლებიც განაპირობებენ, ლონდონი იყოს ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამწვანებული ქალაქი თავის მასშტაბის ქალაქებს შორის. ეს ხიდი იქნება ადგილი, სადაც დაირგვება ის უიშვიათესი მცენარეული ჯიშები, რომლითაც ასე ამაყობს ინგლისური ფლორა.

კონსტრუქცია, რომელიც ფართოვდება და ვიწროვდება, საშუალებას აძლევს ფეხით მოსიარულეებს არა მხოლოდ უსაფრთხოდ გადაკვეთონ მდინარე, არამედ გაჩერდნენ გამწვანებულ სივრცეში და დატკბნენ ქალაქის ხედებით.

„ხიდი-ბაღის“ პროექტი ჰეზერვიკის სტუდიამ 2013 წლის ნოემბერში წარმოადგინა . არქიტექტორმა ამ პროექტზე ცნობილ ლანდშაფტის დიზაინერ დენ პეარსონთან და მსახიობ ჯოანა ლუმლისთან ერთად იმუშავა.

„უცნაურია საუბრობდე პროექტზე, რომელიც ჯერ არ არსებობს, მაგრამ ამ ხიდს უკვე აქვს ნათელი ვიზუალიზაცია ჩვენს გონებაში. ეს იქნება სენსაცია, ადგილი მანქანების ხმაურის გარეშე, მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი, ქარისა და მდინარის ტალღების ხმა.“ –აღნიშნავს ლუმლიმ.

367 მეტრიანი ხიდი იქნება ორ ფუნქციად დაყოფილი: სასერინო ადგილი და მცენარეების ზონა. ხიდზე დაირგვება ყვავილები, ბალახები ,ინგლისური უნიკალური ჯიშის ხეები. გაზაფხულზე იქნება ყვავილობის ლამაზი სურათი, ხოლო შობის დღესასწაულზე მოირთვება ცოცხალი ნაძვის ხეები. ავტორებს ღრმად სწამთ, რომ ეს ხიდი გახდება ლონდონის სავიზიტო ბარათი და დიდი პოპულარუობით ისარგებლებს მოქალაქეებში.

“ეს არის პირველი სერიოზული ნაბიჯი და მკაფიოდ გამოხატავს განზრახვას, რომ შეიქმნას ლონდონის ახალი სავიზიტო ბარათი. სქემა და ფორმა უკვე ჩამოყალიბდა და ჩვენ ყველანაირად ვუზრუნველყოფთ მის განვითრებას, რადგან ეს იქნება ადგილი, რომლითაც ლონდონი იამაყებს.““ – აღნიშნავს ლორდი მერვინ დევისი, ინგლისის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

ლორდ მერვინ დევისი ასევე კურირებდა სამოქალაქო სექტორის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს ამ პროექტის გარშემო. საჯარო დისკუსიები ლონდონში 20 დეკემბრამდე მიმდინარეობდა. ამჟამად იქმნება ნაგებობის კონსტრუქციული სქემა, ჰეზერვიკი კონსულტაცეიბს ცნობილ საინჟინრო ფირმა არუპთან გადის.

ეს საფეხმავლო ხიდი იქნება ყველაზე ნელი გზა მდინარე ტემზის გადასაკვეთად. ხალხს შეეძლება ჩამოჯდეს სკამებზე და დატკბეს ქალაქის ხედებით. გაატაროს დრო სპეციალურად შექმნილ გარემოში, სადაც მთავარი როლი მცენარეებს უჭირავს. ეს ადგილი გახდება ქალაქის ხმაურისაგან განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.

მშენებლობა 2015 წელს დაიწყება.

 

და ბოლოს: რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი, ღირებული და მისაბაძი?

პასუხი მარტივია:

„ხიდი – ბაღი“ წარმოადგენს ქალაქზე ზრუნვის ნათელ მაგალითს. 21 საუკუნეში, სადაც ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება, სადაც მავნე გამონაბოლქვი და ახალ-ახალი ვირუსული დაავადებები ყოველ ნაბიჯზეა მოდებული, ეს კონკრეტული პროექტი მხოლოდ სასიხარულო და მისასალმებელია. მაგალითი უნდა აიღოს ყველამ, დიდი მეგაპოლისებიდან დაწყებული, პატარა, თუნდაც კარგად გამწვანებულმა ქალაქებმაც კი, რადგან სწორედ ბუნების მოვლა და მისი განვითარების ხელშეწყობა უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი.

და არა მარტო მცენარეების გამოა ეს პროექტი ღირებული: ეს არის ზრუნვა ადამიანებზე, აქ პრიორიტეტია ფეხით მოსიარულე და პირდაპირი მესიჯია, რომ ადამიანებზე უნდა ვიზრუნოთ!

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest