სერპენტინის გალერეა მნახვლების გაოცებასა და საინტერესო კომპოზიციების შეთავაზებას ისევ აგრძელებს. წლევანდელი პავილიონის შესაქმნელად, მათ საერთაშორისო ასპარეზზე უკვე საკმაოდ ცნობილი პროგრამა უფრო გააფართოვეს და ერთდროულად ხუთ არქიტექტორთან დაიწყეს მუშაობა. პროგრამის ფარგლებში არქიტექტორებმა 25 კვ.მ. სიდიდის საზაფხულო სახლის დიზაინი უნდა შექმნან და ააგონ კიდეც. კანდიდატების შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ინგლისში მათ მიერ შექმნილი პერმანენტული შენობის არ არსებობა იყო.
სერპენტინის გალერიის წლევანდელი რჩეული ცნობილი დანიელი არქიტექტორი, ბიარკე ინგელსი (Bjarke Ingels) გახდა; მისი კომპოზიცია მტკიცე კედელია, რომელიც თითქოს შესაკრავი ელვითაა გახსნილი, რათა სამ განზომილებიანი სივრცე შეიქმნას. იგი აშენედება ერთმანეთზე დალაგებული მინის ბოჭკოვანი ყუთის ფორმის ჩარჩოებით, როგორც ეს აგურით კედლის აშენებისას ხდება ხოლმე. ამ დიდ თეთრ სტრუქტურას ცენტრში ექნება სიცარიელე, სადაც დღის განმავლობაში იქნება კაფე და საზოგადოებრივი სივრცე ოჯახური აქტივობებისთვის, ხოლო ღამით Park Nights-ის პროგრამის ფარგლებში გაიმართება ღონისძიებები.
- Source: dezeen.com
- Source: dezeen.com
- Source: dezeen.com
- Source: dezeen.com
როგორც უკვე აღინიშნა, წელს პირველად, სერპენტინის მთავარ პავილიონს აკომპანირებას გაუწევს კიდევ ოთხი შერჩეული არქიტექტორი. ესენი არიან:
კუნლე ადეიემი (Kunle Adeyemi) ნიგერიიდან, მისი საზაფხულო სახლი დედოფალ კეროლაინის ტაძრის შებრუნებული ასლია, რითაც არქიტექტორმა სცადა პატივი მიეგო ამ შენობისთვის;
- Source: dezeen.com
- Source: inhabitat.com
ბარკოუ ლეიბინგერი (Barkow Leibinger) ბერლინიდან, მისი შთაგონების წყარო უილიამ კენტის დიზაინით შექმნილი მეთვრამეტე საუკუნის პავილიონი გახდა, რომელიც ბრუნავდა და სკვერზე 360 გრადუსიან ხედს გვთავაზობდა;
- Source: inhabitat.com
- Source: australiandesignreview.com
იონა ფრიდმენი (Yona Friedman) პარიზიდან, მის შენობას მოდულური სტრუქტურის ფორმა აქვს და მისი დაშლა და აწყობა შეიძლება სხვადასხვა ფორმაციებში.
- azuremagazine.com
- Source: inhabitat.com
ასიფ ხანი (Asif Khan) ბრიტანეთიდან, მისი შენობა ისე იყო განთავსებული, რომ მოხერხებულიყო სერპენტაინის ტბიდან მზის სხივების არეკვლა.
- Source: azuremagazine.com
- Source: dezeen.com
არქიტექტორების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები ორიგინალურობით ერთმანეთს არ ჩამოუვარდება. სერპენტინის გალერეა წელსაც შეძლებს მოიზიდოს უამრავი მნახველი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და უნიკალური ნამუშევრები შესთავაზოს მათ.
ავტორი: მერი ხამხაძე


