პედრო ვენზონმა Pudica სკამების ახალი კოლექციის დიზაინი ბრაზილიის კოლონიალურ არქიტექტურაზე დაყრდნობით შექმნა.

ბრაზილიელი არქიტექტორი თავისი პროდუქტების საშუალებით ცდილობს ქვეყანაში აქტუალური მოდური ტენდეციები წარმოგვიდგინოს. ახალი კოლექციის შექმნისას ვენზონი პორტუგალიის მიერ ბრაზილიის კოლონიზაციის შედეგად დატოვებულ არქიტექტურას იყენებდა.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ეპოქის შენობებში წამყვანი თაღოვანი ფანჯრები იყო და სწორედ ამ ფორმებს იყენებს დიზაინერიც სკამებზე მუშაობისას, კერძოდ კი მათი წაგრძელებული საზურგეების შექმნისას. სკამები ფოლადის ან სპილენძისგანაა დამზადებული, რაც დიზაინერის თქმით, 50-იანების ბრაზილიის ავეჯის ინდუსტრიას ეხმიანება; მაშინ მათ დეკორატიული დეტალების დასამზადებლად იყენებდნენ.

სკამების სიმეტრია, მინიმალიზმი და დახვეწილი ფორმები მნახველში სიმარტივისა და ელეგანტურობის განწყობას იწვევს. გეომეტრიული ფიგურები სათუთადაა გადმოცემული მასალაში და თავისი სიმარტივის გამო ნებისმიერი სივრცისთვის იდეალური ვარიანტია. ეს ჰაეროვანი ქმნილებები დიზაინერის მორიგი მცდელობაა, გვაჩვენოს თავისი პროფესიონალიზმი სკამებზე მუშაობისას და ცნება „დიზაინი“ სრულყოფილებამდე აიყვანოს.

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest