ტუტორები: მიგელ ანხელ მაურე ბლესა, ესპანეთი | კარლოტა ფრანკო, იტალია | არიან ლენერ, ავსტრია | ხავიერ გუერრა გომეზ, ესპანეთი

მონაწილეები: ალექსეი სნეტკოვ, რუსეთი | ანდრეა ალეკსიჩ, სერბეთი | ანდრეას დანიელ, კვიპროსი | ანნა ბროსალოვა, რუსეთი | აღიან ეთიენ, საფრანგეთი | დარია კლეიმენიჩევა, რუსეთი | ელენა ესქიმიი, მოლდოვა | გიორგი სტოიანოვ, ბულგარეთი | გინტარე პეტკევიჩუიტე, გერმანია | ჰანა დალთონ, ინგლისი | ჯეკ ვიკერმან, ინგლისი | მარკ კაუჩი, მალტა | მარტონ პეტო, უნგრეთი | მაიქლ ჰემერშიკ, ავსტრია | ოანა დასკალოიუ, რუმინეთი | ტიანა სკვივანეკ, ხორვატია

ფართი: 502

მდებარეობა: ნიდა | ლიტვა

EASA 2016

 

The Living Boom არის პირსზე მოწყობილი საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც ქალაქ ნიდას სოციალური ცხოვრებისთვის ახალ გამოცდილებას სთავაზობს. 5 მეტრიანი ხის კედლის უკან ღია საერთო ოთახი „იმალება“, რომელიშიც განთავსებული ადგილობრივი და მასზე მორგებული საბჭოთა ავეჯი. The Living Boom მთლიანად შეღებილია წითელ ფერში, რითაც მკვეთრად არის აქცენტირებული.

ნიდა ლიტვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია ზაფხულის პერიოდში, შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში აქ დიდი ტურისტული აქტივობაა. სწორედ ამ დროს The Living Boom გვთავაზობს ადგილს, რომელიც ქალაქის აურზაურს მოწყვეტილია და მის მდიდარ ბუნებაზე, ლაგუნაზე, დიუნებსა და ტყეზე არის კონცენტრირებული.

პირსი არის ჩიხი. როგორ შეიძლება ჩიხის ბოლო შეიცვალოს ახალი სივრცით როცა ის სამი მხრიდან გარემოცულია წყლით? ამ შემთხვევაში პროექტის საწყისი – მეოთხე შემომზღუდავის, კედლის მშენებლობა გახდა. პირსზე გავლისას, ყრუ ყედელთან მიახლოვებისას ჯერ კიდევ გაუგებარია თუ რას გთავაზობს სივრცე მის უკან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფიზიკურად გაივლი მასში, დაინახავ ახალ გარემოს, წითლად მოელვარე ავეჯს, რომელიც ქმნის აქამდე წარმოუდგენელ სივრცეს წყლის, ცის, ქვიშისა და ტყის გარემოცვაში.

ხუთი მეტრი სიმაღლის კედელი პროექტის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია. ის ხის კონსტრუქციას წარმოადგენს, იატაკის სიბრტყში ჩამაგრებულია მეტალის ანკერებით და შემოსილია ხის ჰორიზონტალური ზოლებით. კედელი The Living Boom-ის შიდა და გარე სამყაროს გამყოფია.

„ოთახი“ გაწყობილია საბჭოთა დროინდელი, ადგილობრივებისგან მიღებული ავეჯით, რომელიც მოდიფიცირებულია ახალი ელემენტებით, იმისთვის რომ სამომავლოდ თავისი ფუნქცია უკეთ შეასრულოს. აქ დაგხვდებათ სამი მეტრის სიგრძის მაგიდა, სხვა და სხვა ტიპის სკამები, ბუხარი, დიდი ხის სკამი და მუნიციპალიტეტის მიერ ნაჩუქარი ტრადიციული ქარის მიმართულების მაჩვენებელი.

The Living Boom-მა პირველივე დღიდან მიიზიდა ძალიან ბევრი სხვა და სხვა ეროვნებისა და თაობის ადამიანი, რომლებმაც ის განსხვავებული დანიშნულებით გამოიყენეს. განსაკუთრებით კომფორტულად აქ ადგილობრივი მეთევზეები გრძნობენ თავს, დილით ადრე ახალ გარემოში რუტინული საქმის კეთებისას. საზოგადოებრივმა სივრცემ გააერთიანა ორი კონტრასტული გარემო – საერთო ოთახის სიმყუდროვე და გარემომცველი ბუნების მკაცრი პირობები, შექმნა ოთახსა და ბუნებას შორის უნიკალური თამაში.

 

ავტორი: არიან ლენერ

ქართული ტექსტი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest