საერთო ფართი: 140მ2

პროექტის ავტორი: OA Office of Architecture (თენგიზ ბიჭინაშვილი)

 

„მონადირის ქოხი“ სტუდენტური ნამუშევარია და ძალიან დასამახსოვრებელი. მისი ავტორი დიდ ხანია რაც სტუდენტი აღარ არის, მაგრამ პროექტი მაინც ღირსეულ ადგილს იკავებს მის პორტფოლიოში, სხვა განხორციელებულ თუ განუხორციელებელ ობიექტებთან ერთად.ზაფხულის მოსვლისას, თემა თავისთავად საინტერესო და სასიამოვნო გასარჩევია, მით უმეტეს ასეთი გემოვნებიანი და სახასიათო შესრულების შემთხვევაში.პროექტი განუხორციელებალია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ფაქტორი მას არ უკარგავს ფასეულობას. შეიძლება ითქვას პირიქით ჰმატებს კიდეც, რადგან წარმოსახვით ნაგებობასთან ერთად აქ ადგილი და გარემოც კი მოგონილია.

ორქანობა მოცულობა მიწაზე ზის, მიწა კი წყლის პირზე. მასას მისკენ მიმავალი ბილიკის და პირსის ერთიანი ზოლი ორ ნაწილად ჭრის. ამასთან ერთიანობას არ უკარგავს და პროექტის ერთმნიშვნელოვნად დამახასიათებელ ხასიათს და სახეს ქმნის. სახლში შეღწევის კიდევ ერთი საშუალება პანდუსია, რომლის სტრუქტურაც ჩაფიქრებულია ისე რომ შესაძლებელია მისი აკეცვა.

გეგმა მარტივია. ყველა საჭირო ზონა და სათავსი გათვალიწინებულია.

წყლის მხარეს გახსნილი ვიტრაჟი ინტერიერისთვის და ექსტერიერისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი ელემენტია.

ნაფიქრია გადახურვის მასალაზეც, რომელიც კლდოვანი ქანების დამუშავებულ ფილებს წარმოადგენს, ხესთან ერთად მოცულობის იერს ქმნის და შენობის შიგნით კომფორტული მიკროკლიმატის შენაჩუნებას უწყობს ხელს.

ლაკონურობა, სიმარტივე, შენობის შემადგენელი ნაწილების პროპორცია და მთლიანი მოცულობის დამოკიდებულება თუნდაც გამოგონილი გარემოს მიმართ პროექტის ულაპარაკო ღირსებებია.

 

პროექტი „არქიტექტურული პრემა 2011“ -ის გამარჯვებულია ნომინაციაში საუკეთესო სტუდენტური პროექტი

 

https://www.facebook.com/OfficeOfArchitecture

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest