ნიუ-ორკში მოღვაწე დიზაინერმა სებასტიან ერაზურიზმა „ქათამი სანათი“ (the Chicken Lamp) მაშინ შექმნა, როდესაც მუზეუმის ნაგავში ქათმის თავმოტეხილი ფიტული იპოვა. ეს განსხვავებული სანათი მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამ სანათით დიზანერი ცდილობს იპოვოს საზღვარი სკულპტურასა და ფუნქციურ თვისებებს შორის, როგორც ხელოვნებაში, ისე დიზაინში.

„ როდესაც „ქათამი სანათი“ წარმოვადგინე, ყველაზე ძალიან საზოგადოების რეაქციის მეშინოდა. ფიტულების ტენდენცია თანამედროვე დიზაინში არასდროს ყოფილა და არც მე მინდოდა გამოვჩენილიყავი უცნაურ ტიპად, თუმცა რომ არ გამეკეთებინა იმას უფრო ვინანებდი. ყველაზე ძალიან იმან გამაოცა, რომ ხალხის რეაქცია ჩემსას დაემთხვა, ყველამ აღიქვა ეს ნამუშევარი, როგორც რაღაც ნაცნობი, ლამაზი, სასაცილო, საშინელი და ეს ყველაფერი ერთად.“ – აღნიშნა ჟურნალ დომუსთან საუბარში სებასტიან ერაზურისმა.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

წყარო: დომუსი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest