იდააფი წარმოგიდგენთ თარგმანს ექსკლუზიური ინტერვიუსი, რომელიც პოპულარულმა გამოცემა SURFACE-მა ჩილელ არქიტექტორ, პრიცკერის პრიზის წლევანდელ ლაურეატ, ალეხანდრო არავენასთან ჩაწერა.

 

ჩილელი არქიტექტორი, ალეხანრო არავენა არქიტექტურას ხალხის დახმარების გზად მიიჩნევს და არა მათი ფორმებით თვალის მოჭრის გზად. არავენას ფირმის, „Elemental”-ის ეთოსი და პრაქტიკა არსებითად წლევანდელ ვენეციის არქიტექტურულ ბიენალეზე წარმოდგენილი ყველა ეროვნული პავილიონის მონახაზია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. როგორ შეუძლია არქიტექტურის განვითარებას, მოცემული ფიზიკური საჭიროებებისა და ლოკალური კონტექსტების პირობებში, რეალურად გააუმჯობესოს ხალხის ცხოვრების ხარისხი? -ეს შეკითხვა არავენას საქმისადმი მიდგომაში ცენტრალურია. სანამ ფურცელზე კალამს მიიტანს, მას ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, პოლიტიკური და სოციალური განზომილებები სრულად აქვს გათვალისწინებული.

ეს ვენეციის არქიტექტურულ ბიენალეზე არავენას პირველი ჩართულობა არაა. 2008 წელს, “Elemental”-მა იმედისმომცემი ახალგაზრდა არქიტექტორებისათვის ვერცხლის ლომი მოიგო. მალევე, 2010-ში, არავენასა და მის ფირმას ჩილეს ქალაქ კონსტრუკსიონის აღდგენა დაევალა, რომელიც მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა.

არავენასათვის, ეს ცენტრალური მომენტი აღმოჩნდა იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური და სოციალური კონფლიქტები არქიტექტურის საშუალებით. ამან მოაპოვებინა მას ამ წელს Pritzker-ის ჯილდო და ის პირველი ჩილელი არქიტექტორია, რომელმაც არქიტექტურაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. გარდა ამისა, არავენა ისტორიაში მეორე არქიტექტორია, რომელმაც ერთსა და იმავე წელს მოახერხა Pritzker-ის ჯილდოს მოპოვება და ვენეციის არქიტექტურულ ბიენალეზე ხელმძღვანელობაც (კაძუო სეძიმას შემდეგ, რომელმაც ეს 2010 წელს პირველად შეძლო).

ვერანაირმა აპლოდისმენტმა და ყურადღებამ ვერ მოახერხა არავენას ეგოს გაბერვა. ის არ იღებს მილიარდ დოლარიან კომისიებს დუბაიში ფალიური, მყვირალა ცათამბჯენების ასაშენებლად. ის არ მუშაობს დონალდ ტრამპის რომელიმე სასტუმროზე ან კაზინოზე. ამის ნაცვლად, ის ისეთ პროექტებზე განაგრძობს მუშაობას, რომლებიც პრობლემებს ეხება, განსაკუთრებით, ჩვენს გლობალურ პოლიტიკურ კლიმატში მზარდი საჭიროებების კონტექსტს.

ვენეციის ბიენალეზე არქიტექტურის ხელმძღვანელის მოვალეობა ახლახანს შეასრულეთ და Pritzker-იც ახლახანს მოიგეთ, ინტერვიუები საშინლად მობეზრებული უნდა იყოს.

ეს უფრო მეტია, ვიდრე მობეზრება. ამდენი სათქმელიც არ მაქვს.

შევამოწმოთ. Pritzker-ის პირველი ჩილელი მფლობელი ხართ. არის თუ არა ეს თქვენთვის ნაციონალისტური სიამაყის წყარო? და თანამედროვე დიდ ჩილელ არქიტექტორებზე საუბრისას, ვის გამოყოფდით?

ამ ჯილდოს გარშემო შექმნილი ზოგაი პოზიტიური განწყობით ძალიან გაკვირვებულები ვართ. ეს რაღაც მიღწევის კოლექტიური გრძნობის მაგვარია – რომ ეს ყველა ჩვენგანის, მთელი ქვეყნის თავს მოხდა. განმარტების მიხედვით, არქიტექტურა გარკვეული საელჩოა, რომელიც ბევრი სხვა დისციპლინისა და ინსტიტუტების შესახებ საუბრობს. ხარისხიანი არქიტექტურის შესაქმენლად, გარკვეული კრიტიკული მასაა საჭირო, და ამან შეიძლება ახსნას ეს გრძნობა. ამ აზრით, ვიტყოდი, რომ ჩილეში ბევრი ისეთი არქიტექტორია, რომელიც ამ კრიტიკულ მასას ქმნის. სმილიან რადიჩი, ედუარდო კასტილიო, ხოსე კრუსი, ტერესა მოლარი – ის ფაქტი, რომ მე 10 ასეთის ასახელება ადვილას შემიძლია, უჩვეულოა. ეს ძალიან კარგის ნიშანია. ჩილეში კარგი დროა.

მოდით თქვენი პრაქტიკის, “Elemental”-ის შესახებ ვისაუბროთ. როდესაც კომპანია, კერძო რეზიდენტი, უნივერსიტეტი თუ ქვეყანა გქირაობთ, რა არის პირველი შეკითხვა, რომელსაც მათ უსვამთ?

რა ქმნის ამ პროექტის ფორმას? საბოლოოდ, არქიტექტურა იმ ადგილებისთვის ფორმის მიცემაა სადაც ხალხი ცხოვრობს. საბოლოოდ, ყველაფერს ფორმა უნდა ჰქონდეს. და ვინმემ ამ ელემენტებსა თუ ინსტიტუციებს ფორმა უნდა მისცეს. ფორმით, ხალხის ცხოვრებას უკეთესს ან უარესს ხდი დიდი ხნით.

და ეს ქმნის თქვენს მიდგომას?

ჩვენმა შენობებმა უნდა იფუნქციონირონ. ისინი ბიუჯეტში უნდა ჯდებოდნენ, მიზანი უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ყველა საფრთხის გაანალიზებით დავიწყეთ: კანონები, გარემო, დრო, ჩარჩო, მასალები, მოლოდინი. პასუხების ძიებამდე, შეკითხვის ჩამოყალიბებით ვიწყებთ.

სამართლიანია თუ არა იმის თქმა, რომ არქიტექტურა უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ფორმალური და პრაქტიკული მოსაზრებები შეათანხმოს ერთმანეთთან?

თუ არქიტექტურა ფორმის მინიჭებაა იმ ადგილებისთვის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, და ცხოვრება ბაზისური საჭიროებებიდან არტისტულ სურვილებამდე იცვლება, არქიტექტურის ამოცანა და არქიტექტურის წარმოების სირთულე ისაა, რომ მისი არსი არა ამ ორიდან ერთ-ერთის არჩევის, არამედ ორივეს ერთმანეთთან ინტეგრაციაა. თუკი არქიტექტურას რაიმე ძალა გააჩნია, ეს სინთეზის ძალაა. ჩვენ მიერ განხორციელებულ არცერთ პროექტში დაგვვიწყებია, რომ ცხოვრება ფიზიკური საჭიროებების უბრალოდ დაკმაყოფილება არაა და პირიქით, თუ მხოლოდ არტისტულ, კულტურულ ასპექტზე კონცენტრირდები, მაგრამ არ დაგიკმაყოფილებია ბაზისური საჭიროებები, უბრალოდ გადარჩენის მიღმა რაიმე ცხოვრების ქონის შესაძლებლობა არ გაქვს. ამგვარად, არქიტექტურის ამოცანა ინტეგრაცია უნდა იყოს და ეს იმ ტექსტშიცაა მოცემული, რომელიც ვენეციის ბიენალეს ფარგლებში წარმოვადგინე.

ეს სარისკო ჩანს.

თითოეულ პროექტს, რომელზეც ვმუშაობთ, წარუმატებლობის დიდი შანსი აქვს, ერთადერთი, რასაც ჩვენ ვფლობთ, ჩვენი პროფესიული რეპუტაციაა და მიუხედავად ამისა, ჩვენ თანახმა ვართ ამ რეპუტაციის ფასად გავრისკოთ, თუ პოტენციური შედეგი ამად ღირს. ბიენალეზეც ამის გაკეთებას ვცდილობთ. შეიძლება ეს სრულყოფილი არაა, მაგრამ რელევანტური პრობლემის აღმოსაფხვრელად ვრისკავთ.

ახლა, როცა Pritzker-ის ჯილდოს მფლობელი ხართ, ხომ არ იქეცით ვარსკვლავ არქიტექტორად, რომლის ნამუშევრებს მალე აბუ დაბისა და აზერბაიჯანის მსგავს ადგილებში ვიხილავთ?

ნამდვილად არა. ის, რომ ცხოვრება ჩილეში ავირჩიე, უკვე ამის საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ჩვენ შესაბამის ადგილას არ ვართ. ჯერ კიდევ საკმარისად პატარა სტუდია ვართ იმისათვის, რომ იმ პროექტზე ვიმუშავოთ, რომელზეც მოგვესურვება. მე მხოლოდ ხელში კალმის ჭერითა და რაღაცეების დახატვით წვლილის შეტანა მსურს. არ მსურს ჩემი დღის ადმინისტრატორის ამლუაში გაყვანა. მიუხედავად ამისა, ჩვენ დიდი უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ის კომპლექსურ პროექტებზე ვიმუშავოთ, როგორიც მაგალითად მიწისძვრის შემდეგ მთელი სანტიაგოს რეკონსტრუქციაა. ასეთ ამოცანას მარტო, საკუთარ გარაჟში ჯდომით ვერ შეასრულებ. გარკვეული რაოდენობის ოფისები დაგჭირდება.

სანტიაგოს რეკონსტრუქცია ალბათ ტესტი იყო თქვენი ცოდნისათვის და ვფიქრობ, რომ თქვენს დიზაინზე ისეტ სეისმურად აქტიურ ქვეყანაში ცხოვრებამ, როგორიც ჩილეა, დიდი გავლენა მოახდინა.

აბსოლუტურად. ჩვენ არ გვაქვს სკმარისი რესურსები იმისთვის, რომ ყველაფერი ჩვენით გავაკეთოთ. საშუალო-კლასის სახლის მისაღებად საჭირო ფული არ არსებობს. ეს ფაქტია, და არა არჩევანი. ღარიბ გარემოში მუშაობისას, მაგალითად როგორც მიწისძვრის შემდეგაა, ყველას შესაძლებლობების დაკავშირება უნდა შეგეძლოს: სახელმწიფოს, კერძო ბაზრის, თავად ოჯახების, არასამთავრობო ორგანიზაციების. სწორედ ასეთი იყო სიტუაცია სანტიაგოს უკანასკნელი დიდი მიწისძვრისა და რეკონსტრუქციისას. სწორედ ამის გამო წამოვიწყეთ მონაწილეობითი პროცესი. ჩვენ უნდა დაგვეკავშირებინა რესურსების განსხვავებული წყაროები, და ამ შემთხვევაში, მწირი იყო არა მხოლოდ ფული, არამედ დროც.

რა მკვეთრი განსხვავებებია, შედარებითი არქიტექტურის თვალსაზრისით, დასავლურ ერებსა და გლობალურ სამხრეთს შორის?

ჩრდილოეთში უფრო მეტი რესურსებია. სამხრეთში ნაკლები. არ ვიცი, არის თუ არა ავსტრალიაში ასეთი სიტუაცია, მაგრამ ზოგადად ასეა. მაგალითად, შევადაროთ აფრიკა, სამხრეთი ამერიკას, ევროპასა და აშშ-ს. მეტი რესურსები ნაკლების წინააღმდეგ ყველაზე დიდი განსხვავებაა. რესურსების სიმწირე მნიშვნელობაზე კონცენტრირებას გაიძულებს. ბევრი მიზეზი უნდა გაგაჩნდეს, რის გამოც აკეთებ იმას, რასაც აკეთებ. ვერაფერს გააკეთებ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს შენ გსურს. ეს უნდა გაამართლო და სწორედ ეს აყოვნებს პროექტებს გლობალურ სამხრეთში. საბოლოოდ – და სწორედ ამის მოწმენი გავხდით არცთუ ისე დიდი ხნის წინ – რესურსების სიუხვემ შეიძლება მნიშვნელობის სიმცირემდე მიგიყვანოს.

რა არის თქვენთვის გამოწვევა უფრო ქალაქგარე ან კერძო პროექტებში, მაგალითად როგორიცაა რეზიდენცია ველურ ბუნებაში?

ურბანული პროექტისგან დიდად განსხვავებული არაა, იმ გაგებით, რომ უფრო დიდ ძალებს, როგორიცაა ბუნება, საშუალებას აძლევ კონტროლი ხელში აიღოს. არსებულ მასალას ფორმას ვაძლევთ და ჩვენს გონებასა თუ შეგრძნებებს იმგვარად წარვმართავთ, რომ ამ მასალებს ერთი ფორმა აქვს, მეორის მაგივრად.

ძალიან მაინტერესებს სივრცის გამოყენების თქვენეული ხერხი: რომელია თქვენი საყვარელი ოთახი სახლში?

სახლის ირგვლივ არსებული სივრცე. შეიძლება ამას სანტიაგოში მცხოვრების პერსპექტივიდან ვამბობ, ასე რომ, სახლის საუკეთსო ნაწილი ის ადგილია, რომელიც მასსა და გარემოს შორისაა დარჩენილი – ბაღი, ეზო. “არა-ოთახი“.

 

თარგმანი: ნუკა ზურაშვილი

*სტატია პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ Surface- ში.

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest