მოგეხსენებათ, ჩვენს ქალაქში ყოველწლიურად ტარდება თბილისის მოდის კვირეული, არც ეს მე-11 სეზონი ყოფილა გამონაკლისი.

15/16 შემოდგომა-ზამთრის კოლექციები ამჯერადაც გამორჩეული და მრავლის მომცველი იყო. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა მოდის სახლი „მატერიალი“ -ს დიზაინერების ალექსანდრე ახალკაციშვილისა და ლიკუნა ჩიტაიას კოლექციებს, რომლებიც შავ-თეთრ და მინიმალისტურ ფრომებში იყო გადაწყვეტილი.

აღსანიშნავია, ანუკი არეშიძის ახლად შექმნილი კოლექციაც, რომელიც სავსე იყო პასტელური ფერთა გამით, ჰაეროვანი, ფართე სილუეტებითა და წინა კოლექციებისგან განსხვავებული, უფრო მეტად დახვეწილი კოსტიუმებით. დიზაინერ გიორგი ქებურიას ჩვენება, როგოც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო. მისი ყოველი კოლექცია ელვის სისწრაფით წინ და წინ მიიწევს. შეუძლებელია, მოდის მოყვარულ ადამიანს თვალთახედვიდან გამოეპაროს მისი გამორჩეულობა.

თბილისის მოდის კვირეული ამჯერადაც სავსე იყო, მრავალფეროვნად ჩაცმული ადამიანებით. ყოველი დღე განსაკუთრებული იყო, რადგანაც მოდის მოყვარული სტუმრები ნამდვილ დღესასწაულს აწყობდნენ თბილისის ქუჩებში, ფერად-ფერადი ტანისამოსითა და საყვარელი დიზაინერის გამორჩეული „ლუქებით“, ამ ყოველივედან გამომდინარე ის კიდევ უფრო მიმზიდველი იყო იმ ადამიანებისათვის ვინც ეგრედ წოდებულ ქუჩის მოდას აფიქსირებს თავიანთ ფოტო ობიექტივში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წლევანდელ სეზონს ინტენსიურად აშუქებდნენ ისეთი ცნობილი მოდური საიტები, როგორებიც არის Style.com; Vogue.it; Wmagazine.com და ასევე ცნობილი ქუჩის მოდის ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგ, რომლის კადრშიც არაერთი საინტერესოდ ჩაცმული ადამიანი მოხვდა.

მათ არც ქართველი მოდის მოყვარული ფოტოგრაფები ჩამოუვარდებოდნენ, პროფესიონალურად რომ აფქსირებდნენ თბილისის ქუჩებში მოდებულ ადამიანებს, რომლებიც ყოველი დღისთვის ცდილობდნენ განსაკუთრებული ჩაცმულობა ჰქონოდათ. წარმოგიდგენთ, ლუიზა ჩალატაშვილის მიერ გადაღებული ფოტო მასალას ქუჩის სტილისა. ეს ადამიანი არაერთი სეზონია დაუღლელად მუშაობს, რათა მოიპოვოს საუკეთესო კადრები და ის უკვე განუყრელი ნაწილი გახდა მოდის კვირეულებისა. მისი ფოტოები განსხვავებულად ასახავს კვირეულის სულისკვეთებას. მის ნამუშევრების წარდგენა მკითხველთათვის ძალიან მიხარია, რადგან დარწმუნებული ვარ თქვენც ძალიან ისიამოვნებთ და შეიგრძნობთ იმ ატმოსფეროს რომელიც ტრიალებდა ამ დღეების განმვალობაში თბილისი მოდის კვირეულზე.

 

 

ავტორი: ანანო მაისურაძე

ფოტო: ლუიზა ჩალატაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest