მდებარეობა: მ. თამარაშვილი ქ., თბილისი

ფართობი: 105 მ2

წელი: 2016-2018

ფოტო: გურამ კაპანაძე

ავტორებისგან:

“ბინა ‘თამარაშვილი’ საბურთალოს მჭიდროდ განაშენიანებულ უბანში მდებარეობს, რამდენიმე წლის წინ აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში. ინტერიერში შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის ხედი ძველ იპოდრომზე, რომლის ქედის კონტური და ლანდშაფტის მწვანე ტონალობები განსხვავებული ხასიათით და შუქით შემოდის შიდა სივრცეებში.

ბინაში ცირკულაცია დერეფნიდან იწყება. სასადილო და მისაღები სივრცე ერთიანია და სიღრმეში მოწყობილ სამზარეულოს უკავშირდება. იატაკზე გამოყენებულია მუხის მუქი პარკეტი. ლურჯი სამზარეულოს საპირწონედ მისაღებ ოთახში ღია ცისფერი კედლები შეირჩა, მათ შორის დამაკავშირებელი კარადის ტექსტურად კი ბუნებრივი მუხა. დივანი ნაცრისფერია, რომელსაც გარშემო აქცენტებად აქვს სხვადასხვა ზომისა და ტექსტურის მაგიდები. საერთო სივრცის სახასიათო დეტალია შავი სასადილო მაგიდა მუქი ფერის სკამებით.

მთავარი საძინებელი ზღაპრული ლურჯი კედლებია ხის საწოლითა და გარშემო კუნძებით. შუშის ვიტრაჟული გარდერობი და მინიმალისტური სანათები მსუბუქადაა აქცენტირებული ამ მუქი ფერის ინტერიერში. მეორე, სტუმრის საძინებელი ღია ფერის კედლებია რკინის საწოლით, სადაც ინტერიერის ხასიათს დეკორატიული ელემენტების მრავალფეროვნება განსაზღვრავს.

ინტერიერში გამოყენებული ბუნებრივი ტექსტურები თანამედროვე ადამიანისთვის ქალაქის ცენტრალური უბნის სიმჭიდროვესთან დაბალანსებური ცხოვრების შესაძლებლობას ქმნის. სივრცეები გაფორმებულია მცენარეებით და მრავალი დეკორატიული ელემენტით, რომლებიც წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს დააამატა მეპატრონემ და რამაც ბინა კიდევ უფრო დეტალური, მყუდრო და საინტერესო გახადა. ”

 

 

მეტი იდააფ არქიტექტორების შესახებ: www.idaafarchitects.com

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest