თამუნა წახნაკია იგივე თამოოზ იმ ხელოვან გოგონათაგანია, რომელმაც თავისი ნამუშევრებით უკვე აჩვენა, რომ ერთ- ერთი საუკეთესოა თავის სფეროში და სხვა ცნობილ არტისტებს არაფრით ჩამოუვარდება. ბავშვობიდან ხატავდა და ახლა, მის ნამუშევრებში ყველაზე კარგად შეამჩნევთ რამდენად ინდივიდუალურია ეს გოგო, როგორი დახვეწილი ხატვის მანერა და ძლიერი შტრიხები აქვს თავისი პერსონაჟების სამყაროს გადმოსაცემად. პერსონაჟებზე გამახსენდა -ეს ფერადი სამყაროდან გადმომხტარი ტიპები, ძალიან კარგად ესადაგებიან ჩვენს გარემოსაც, კედლებიდანაც მიმზიდველად გვიმზერენ და მათ შემხედვარეს მხოლოდ ის მინდა, ყველა თავისუფალ კედელზე ისინი იყვნენ.

თამუნა 1987 წელს დაიბადა, პირველ იანვარს, ახალ წელს. დაამთავრა სამხატვრო აკადემია და ახლა უკვე თავისი საკუთარი სტილით აგრძელებს მუშაობას, ილუსტრაცაიები იქნება, გრაფიტი თუ ვიდეო თამაშების გაფორმება.

გრაფიტი ერთ-ერთი ყველაზე რთული ხელოვნების დარგია, სხვა სპეციფიკა, ხედვა და ტექნიკა სჭირდება. ნამუშევრები კედლებზე, რომლებიც ჩვენს აღფრთოვანებას იწვევს დიდი მუშაობისა და პროფესიონალიზმის შედეგია, ამ სფეროს არტისტები ჩვენს დაფასებას იმსახურებენ, რაც შეიძლება ორ რამეში გამოხატოს: არ დაამახინჯოთ მათი ნამუშევრები ურბანულ სივრცეში და საერთოდ არ შეეხოთ არც ერთი კედელს თუ ხატვა არ იცით. მაგალითისთვის ვაკის პარკის იმ კედელს მოვიყვან სამხატვრო აკადემიის არაპროფესიონალმა სტუდენტებმა რომ დაჯღაბნეს.

კიდევ კარგი გრაფიტი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით აქ დანაშაულად არ ითვლება, თორემ მაგ ბავშვებს ციხე არ ასცდებოდათ ისეთები აკადრეს იმ კედელს.

პირველად თამოოზ გრაფიტით 14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც ჰოლანდიიდან გამოგზავნილი საფოსტო ბარათი ნახა, სადაც კედლებზე გაკეტებული ნახატები იყო გამოსახული. მაშინვე მიიზიდა ამ სფერომ, რადგან მაშნაც და ეხლაც უყვარს დიდი მაშთაბებეზე მუშაობა, მასალა, რითიც მუშაობს და პროცესი, რომელიც ყველაზე საიტერესოა. ამ დროს ხვდები უცხო ადამიანებს, მათ ტვალწინ ქმნი რაღაც ახალს. ტამუნას საკუთარი გრაფიტის ფონტი აქვს და კედელზე წარწერების გასაკეთებლად სწორედ მათ იყენებს.

„სხვა არტისტი გოგოების არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესოა. არტისტს არ აქვს სქესი, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, მაგრამ,, რათქმაუნდა, მეც ჩვეულებრივი გოგო ვარ, თუმცა მაინც ბევრი რამით განვსვხავდები სხვებისგან… ეგრე გამოდის..“ -აღნიშნა ჩემთან საუბარში თამუნამ.

როცა აქვს საჭირო მასალა და კარგი ამინდია თამუნა მუშაობს, თავისი ათასგზის ნაფიქრი და ქაღალდზე დამუშავებული სკეტჩები კედლებზე გადმოაქვს. ისპირაციას ადამიანებისგან იღებს – მის ემოციურ ხელოვნებას მღელვარე ხალხი სჭირდება.

მის მიღწევებში უკვე არის გამოფენები ბელგიასა და ლონდონში, სადაც მისი ნამუშევარი საუკეთესოდ დაასახელეს. 2014 წელს მისი ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო ზღაპრების წიგნი გამოვიდა. ამჟამად ვიეო თამაშებზე მუშაობს, რაც, როგორ თვითონ აღნიშნა, ძალიან მოსწონს. თამოოზ მომავალში ბევრ მოგზაურობას გეგმავს და უამრავი საინტერესო პროექტი აქვს, რომელსაც მალე ვიხილავთ.

 

გაეცანით თამოოზის სხვა ნამუშევრებს მის გვერდზე.

 

ავტორი: ნანა ზაალიშვილი

ფოტო: ჯარა

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest