ყველაფერს ორი მხარე აქვსო ნათქვამია და არც არქიტექტურაა გამონაკლისი. მიმზიდველი ფასადების უკან, ხშირად, ულამაზო დეტალები, ხოლო შთამბეჭდავი ინტერიერების მიღმა, გარეშე თვალისგან დამალული „შავ-ბნელი კუნჭულებია“. არქიტექტურა ძალაა! კარგი არქიტექტორი ისაა, ვინც სივრცეზე ღირსეულად გაბატონდება, ხოლო გენიოსია ის, ვინც ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანის ემოციებზეც იმოქმედებს. უნარიანი, გავლენა მოახდინოს გარემოსა და გუნება-განწყობაზე, ჰაეროვანი კონტურებიდან დამთრგუნველ შენობებამდე გავლენა ისე […]