დრონის აეროპორტი – ნორმან ფოსტერი მასშტაბებს ამცირებს და ყველზე მცირე ზომის აეროპორტს ქმნის, ამჯერად რუანდაში და ამჯერად დრონებისთვის. 2016 წლის XV არქიტექტურული ბიენალეს კურატორმა, არქიტექტორმა ალეხანდრო არავენამ შეძლო და მესიჯით ‘Reporting from the Front’ ვარსკვლავი არქიტექტორების ყურადღება შორეულ მიწებზე გადაიტანა და განვითარებადი ქვეყნებისათვის საინტერესო იდეებს მოუყარა თავი. ასეთია ნორმან ფოსტერისა და პარტნიორების (Foster + Partners) პროექტი […]
თაგი: Tata Gachechiladze

ფერადი სმენა არქიტექტურაში
ფერი, რომელსაც ელექტრომაგნიტური ტალღის სიხშირე(და ამ ტალღის სიგრძე) განსაზღვრავს, პირობითად შეიძლება განსაზღვრულ ბგერას შევუსაბამოთ. (ბგერა აკუსტიკური ტალღის სიხშირეს წარმოადგენს). ასე მაგალითად, წითელ ფერს ყველაზე დაბალი სიხშირე აქვს, ხოლო მისი ტალღის სიგრძე ყველაზე გრძელია. შესაბამისად, ცისარტყელის ფერებს თუ შევხედავთ მეორე ბოლოში მყოფ იასამნისფერს ყველაზე დიდი სიხშირე აქვს და ყველაზე მოკლე ტალღა. სინათლისა და ბგერის შედარება იმისათვის […]

10 ახალი ქართული შრიფტი
ის ფაქტი, რომ ადამიანის ხასიათისა თუ პიროვნული მახასიათებლების განსაზღვრა მისი ხელმოწერითაცაა შესაძლებელი, უკვე დიდი ხნის კვლევის საგანია. ანალიზი მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით ხდება, ესაა ასოების ზომა, ნაწერის დახრილობა, გაკრული ხელითაა ნაწერი თუ შედარებით გარკვევითაა გამოხაზული თითოეული ასო. ამ მახასიათებლების მიხედვით, შეიძლება იმსჯელო ადამიანის თავდაჯერებულობასა თუ მის არამდგრად ხასიათზე. მაგალითად, როცა ხელმოწერა მკაფიოა, ყველა ასო თანაბრად დიდია, […]

კაფე ბაუჰაუსი
თითქმის ერთი წელია, რაც საინტერესო ადგილების რიცხვს თბილისში კაფე „ბაუჰაუსიც“ შეემატა. ამ მყუდრო ადგილმა, გუდიაშვილის სკვერთან ახლოს, აბო თბილელის ქუჩაზე დაიდო ბინა. კაფის მფლობელი და ინტერიერის ავტორი ახალგაზრდა არქიტექტორები, ელენე კვინტრაძე და ელისაბედ ზაუტაშვილი არიან. მათივე დიზაინითაა შექმნილი მაგიდები, თაროები და სანათებიც. სხვა დანარჩენი ავეჯი და საინტერესო დეტალები მეორადი ნივთების ბაზრობებზეა შეძენილი. ასეთია, მაგალითად, […]

ARCHessories
ARCHessories ეს არის ელისაბედ ზაუტაშვილის ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების ხაზი. ელისაბედი არქიტექტორია და სახელწოდება ARCHessories ნაწილობრივ აქედან გამომდინარეობს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ სამკაულები არქიტექტურული დეტალებისა და მასალებისგან არის შექმნილი. მეტალი, ტყავი, ზამში, მინა და კიდევ ბევრი სხვა – ეს ის მასალებია, რომელსაც დიზაინერი სასურველი შედეგის მისაღწევად იყენებს. თვითონ თავის ნამუშევრებს ელისაბედი რომელიმე განსაზღვრულ სტილს არ მიანიჭებს […]