Null

Courtesy of TRIA

‘სივრცის სახლი’ წავკისში ტრია არქიტექტორებისგან

  ქართველი არქიტექტორი და დიზაინერი გიორგი პაპასკირი ახალ პროექტზე მუშაობს, ეს არის საცხოვრებელი სახლი წავკისში, რომელიც, ამავდროულად, აგარაკის ფუნქციასაც შეითავსებს. სწორედ ამიტომ, ავტორის თქმით, პროექტი ლოგიკურ მიდგომას და ყველა სამშენებლო წესის გათვალისწინებას საჭიროებდა. არქიტექტორის მთავარი ამოცანა არსებულ დახრილ რელიეფზე პროექტის გონივრულად მორგება და სწორი კონსტრუქციული გადაწყვეტის მოძებნა იყო, რადგან მიწის სამუშაოების შესრულება დიდ ხარჯებთან არის […]

© Sini Rahikainen, Hannele Cederström, Inka Norros, Kirsti Paloheimo, Maria Kleimola

ალვარ აალტოს მუზეუმების დასაკავშირებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

  ალვარ აალტოს მუზეუმის გაფართოების კონკურსის გამარჯვებულები ახალგაზრდა ფინელი არქიტექტორები გახდნენ. კონკურსის მთავარი მიზანი იყო ერთმანეთთან დაეკავშირებინა და გაეერთიანებინა ალვარ აალტოს ორი შედევრი: მისი მუზეუმი და ფინეთის ცენტრალური მუზეუმი. კონკურსში 689 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამარჯვებული პროექტი მაქსიმალურად ადაპტირებულია გარემოსთან და ამავდროულად, ბუნებრივად აკავშირებს ალვარ აალტოს არქიტექტურას ერთმანეთთან. © Sini Rahikainen, Hannele Cederström, Inka Norros, Kirsti […]

(c) messynessychic

ნიუ-იორკის პირველი მეტრო სადგური

  მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში და მეოცე საუკუნის დასაწყისში, ევროპაში აქტიურად დაიწყეს უკვე არსებული მეტროს სადგურების გაფართოება და ახალი სადგურების დაპროექტება. არქიტექტორებისა და ხელოვანების როლი ახალი სისტემების შექმნაში მნიშნელოვანი გახდა და ევროპაში დაწყებულმა ცვლილებებმა ნიუ-იორკის მეტროს განვითარებაზეც იქონია გავლენა. ევროპელი დიზაინერები ხშირად ატარებდნენ ექსპერიმენტებს და იმ პერიოდისთვის მოდურ, ახალ მიმდინარეობა არტ ნუვოს, თამამად იყენებდნენ მეტროს […]

Courtesy of  Zaha Hadid Architects

მომავლის ტენდენცია: ხის არქიტექტურა – ზაჰა ჰადიდი კამბოჯაში ინსტიტუტს აშენებს

  ბოლო წლების ტექნოლოგიური პროგრესი არქიტექტურაში ხის გამოყენების სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ხე, როგორც მასალა, წინა წლებთან შედარებით ბევრად დახვეწილი და მდგრადია ბუნებრივი პირობების მიმართ, რაც ერთგვარი ბიძგია ამ მასალით ამბიციური არქიტექტურული პროექტების განსახორციელებად. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ‘’ზაჰა ჰადიდ არქიტექტორების“ მიერ შესრულებული სლეუკ რისის ინსტიტუტის პროექტია კამბოჯაში, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყება. ხის ფასადების მქონე […]

© Aarhus I Billeder

2015 წლის 10 ყველაზე ლამაზი ხიდი

  ხიდი – ხელოვნური ნაგებობაა, რომელიც გადაჭიმულია მდინარეზე, ხეობაზე, ტბაზე ან ნებისმიერ სხვა ფიზიკურ დაბრკოლებაზე. გზაზე გადადებულ ხიდს გზამკვლევს უწოდებენ, ხოლო ხეობაზე ან ვარდნილზე გადაჭიმულს – ვიადუკს. კაცობრიობის ამ ერთ-ერთმა უძველესმა საინჟინრო გამოგონებამ, დასაწყისიდან დღემდე უდიდესი განვითარება ჰპოვა და მსოფლიო მასშტაბით უამრავი საინტერესო სახით არის წარმოდგენილი. 2015 წელი მნიშვნელოვნად გამოირჩეოდა ხიდების დიზაინითა და მშენებლობით. ცნობილი […]

Courtesy of Khmaladze Architects

ხმალაძე არქიტექტორების სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი შეკვეთილში

  პროექტი: სარეკრეაციო /გამაჯანსაღებელი კომპლექსი მდებარეობა: შეკვეთილი, საქართველო არქიტექტორი: გიორგი ხმალაძე გუნდი: დიმიტრი ჯობაძე, ნანუკა ზაალიშილი, ელენე ბერაძე.   ქართველი არქიტექტორი გიორგი ხმალაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ ბათუმის McDonald’s-ის შენობით გაიცნო, ახალ პროექტზე მუშაობს. სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ კი შეკვეთილში აშენდება. ნამუშევარი ძირითადი შენობისგან, მასივში გაბნეული ცალკეული ეზოიანი ნომრებისა და მცირე ზომის ინდივიდუალური სახლებისგან […]

Courtesy of Herzog De Meuron

პარიზში ორმოცი წლის შემდეგ ცათამბჯენი პირველად აშენდება

  პარიზში ორმოცი წლის შემდეგ ცათამბჯენი პირველად აშენდება. სამკუთხედი კოშკის პროექტი შვეიცარიელ არქიტექტორებს, ჟაკ ჰერცოგსა და პიერ დე მეირონს ეკუთვნის. ქალაქის მერია, რამდენიმე წლიანი დისკუსიებისა და სხვადასხვა ინსტანციებში პროექტის განხილვის შემდეგ, როგორც იქნა, საბოლოოდ დათანხმდა ჰერცოგ დე მეირონის 180 მეტრის სიმაღლის, 42 სართულიანი ცათამბჯენის აშენებას. 2010 წელს პარიზში შენობებზე დაწესებული სიმაღლის შეზღუდვის გაუქმების შემდეგ, რომელიც […]

Source: popmatters com

არქიტექტურა, როგორც მეტაფორა ფილმებში

  XX საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არქიტექტურა ცდილობს გათავისუფლდეს მოდერნისტული წესდების მიერ დადგენილი პარადიგმებისგან და ინსპირაციას მხვატრობაში, მუსიკაში, სკუპლტურასა და სხვა ხელოვნების სფეროებში ეძებს. კუბისტური ნახატების კომპოზიციური სტრუქტურა, ჰერაკლიტეს ლიტერატურული ფრაგმენტები, ბახის პრელუდიები არქიტექტურული პროექტების შთაგონების წყაროა, თუმცა ეს გამძაფრებული ინტერესი ხელოვნების სხვა დარგების მიმართ და მისი მცდელობა გაიფართოვოს ხედვა, გარკვეულწილად მიანიშნებს არქიტექტურის, როგორც ხელოვნების, […]

© Stevenholl.com

სტივენ ჰოლის „კოპენჰაგენის კარიბჭის“ მშენებლობა 2016 წელს დაიწყება

  სტივენ ჰოლი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ „კოპენჰაგენის ჭიშკარზე“, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ეს პროექტი დანიის დედაქალაქის სილუეტს ორ საკულტო კოშკს შემატებს, რომლებიც ქალაქის განვითარებაზე გავლენას ნამდვილად იქონიებს. ეს ორი შენობა თავადაც მოძრაობის შთაბეჭდილებას ქმნის და ამავდროულად ერთმანეთთან ასიმეტრიულ კუთხეს ქმნის. შენობების მთავარი ელემენტი ვიწრო საფეხმავლო ხიდია, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს და რომელსაც ველოსიპედის ბილიკიც […]

aldo_rossi_ritratto

ალდო როსი არა როგორც არქიტექტორი, არამედ, როგორც პროდუქტის დიზაინერი

  ალდო როსი (1931-1997) მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე გავლენიანი იტალიელი არქიტექტორია, თუმცა გარდა ამისა, ცოტამ თუ იცის, რომ იგი პროდუქტის დიზაინერი, თეორეტიკოსი და მხატვარიც იყო. ალდო როსი არაერთი ურბანული თეორიის ავტორია. მისი არქიტექტურული სტილი პოეტური, მსუბუქი და ლაკონურია. არქიტექტურის კრიტიკოსი ადა ჰიუქსტაბლი მას ახასიათებს, როგორც პოეტს, რომელსაც არქიტექტორობა ხვდა წილად. მისი ადრეული ნამუშევრები ძირითადად […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |