Null

Giorgi Chakhava

გიორგი ჩახავას „სამშენებლო ელემენტი“ და პავილიონები

წინამდებარე სტატიის საგანი არქიტექტორ გიორგი ჩახავას ერთ-ერთი გამოგონება – რკინა ბეტონის სამშენებლო ელემენტები და მათი გამოყენებით აგებული ობიექტებია. წინასწარ დამზადებული ასაწყობი პანელების გამოყენების დიაპაზონი ძალიან დიდია – მცირე ფორმები, საცხოვრებელი სახლები და ხიდის ბურჯებიც კი ამ უნივერსალური ელემენტებით ეწყობა და სტატიკურად მყარ კონსტრუქციას წარმოადგენს. კონსტრუქცია თვითმზიდია და არ საჭიროებს დამატებით გამაგრებას. ის იდგმება ბეტონის წერტილოვან […]

Photo: Christopher Herwig

ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები აფხაზეთიდან

ცნობილმა კანადელმა ფოტოგრაფმა კრისტოფერ ჰერვიგმა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ავტობუსის გაჩერებების მოგროვებას 15 წელი მოანდომა. ეს წლები სავსე იყო საინტერესო თავგადასვლებითა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელი დიზაინის მრავალფეროვნებით. თუ ევროპასთან ახლოს ქვეყნების გაჩერებები ხის მასალასა და უფრო რბილ ფორმებშია გადაწყვეტილი, ამიერკავკასიაში მათ ბეტონსა და მოზაიკაში ჰპოვეს გამოხატულება. აღსანიშნავია, რომ გაჩერებების უმეტესობა ასო: A ფორმის […]

Goderdzi Pass

ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში

ავტობუსის საბჭოთა გაჩერებებზე ჩემი „ნადირობა“ 2015 წელს დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. მუშაობის პროცესში ბევრი საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა, რამაც ამ გაჩერებებს დღევანდელობაში ახალი მნიშვნელობა შესძინა. გზებზე, სხვადასხვაგვარი ლანდშაფტების ფონზე გვხვდება, ერთგვარი „გზისპირა თავშესაფრებია“, მრავალფეროვანი ფორმებითა და ტექტურებით წარმოდგენილი. გამოიკვეთა დიზაინის რამდენიმე ტიპი, რომლის მიხდევითაც ისინი იქმნებოდა: ბეტონის სწორკუთხა ან პლასტიური ფორმა, რკინის სტრუქტურა, სხვადასხვა […]

© 2021 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |