შირინ აბედინირადი თანამედროვე ირანელი ქალი არტისტია, რომელიც, ძირითადად, ინსტალაციებს ქმნის. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „მოსარკული გოდოლი“ ხელოვანმა 2015 წლის აგვისტოში სიდნეის არტ-ფესტივალზე წარმოადგინა. მისი მიზანი ცის ფრაგმენტების მიწაზე ასახვა და უჩვეულო ოპტიკური ილუზიების შექმნაა. „ამ შემთხვევაში მესოპოტამიის უძველესმა ტაძრებმა შთამაგონა. ეს ინსტალაცია არის მცდელობა, ცა აისახოს მიწაზე და ამგვარად შედგეს კონტაქტი, რათა ადამიანები იყვნენ უფრო […]