ოლეგ ტიმჩენკო თანამედროვე ქართველი არტისტია, რომელიც სხვადასხვა ტექნიკით მუშაობს. ხატავს ზეთით, აკრილით, ქმნის ფოტო-კოლაჟებს, დგამს ვიდეო ინსტალაციებს, ატარებს პერფომანსებს და სხვ. მისი ფერწერული ნამუშევრების სამი სერია: „კულმინაცია“, „უკომენტაროდ“ და „ავტო-პორტრეტი“ 15 ნოემბრამდე იყო გამოფენილი „თბილისი მომაში“. ოლეგ ტიმჩენკო 1957 წელს თბილისში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ხატვა მისთვის ქცევის ბუნებრივი წესია და […]