10 წლიანი სამუშაოების შემდეგ სანტიაგო კალატრავას ჩანაფიქრმა საბოლოოდ, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ფრთები გაშალა. ჯერ-ჯერობით შენობის მხოლოდ ნაწილია მნახველებისთვის გახსნილი, მაგრამ წლის ბოლოსთვის მთლიანი ტერმინალი დაიწყებს ფუნქციონირებას და მოსახლეობას შეეძლება არა მარტო მეტროთი, არამედ საქალაქთაშორისო მატარებლითაც სარგებლობა. კალატრავა ესპანელი ნეოფუტურისტი არქიტექტორი, სტრუქტურული ინჟინერი, სკულპტორი და მხატვარია. იგი ცნობილია თავისი უნიკალური დიზაინითა და ინჟინრული ნამუშევრებით […]