ზაგმაისტერმა და ვოლშმა აიზონის 2015 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის ორიგინალური და ფერადი კამპანია შექმნეს. კოლექცია ანიმაციის მსგავსი ილუსტრაციებითაა გაფორმებული; მათ ვიდეოც ახლავთ თან, რომელშიც კოლექციაში შემავალი ნივთებია გაცოცხლებული. სტეფან ზაგმაისტერისა და ჯესიკა ვოლშის მიერ ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია „ზაგმაისტერი და ვოლში“ კლიენტებს რეკლამებს, ვებ-გვერდებს, ფილმებს, წიგნებსა და სხვა და სხვა სახის ნივთებს სთავაზობს. მათი მუშაობის სტილი გამოირჩევა […]