თემები არჩიბალდ კორძაიას შემოქმედებაში ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ყველა მისი ნამუშევარი დღევანდელ რეალობაზეა. მხატვარს აინტერესებს ის, რისი გაგება, მოსმენა და დანახვაც შეუძლია, მთავარი ინსპირაციის წყარო გარშემო მიმდინარე მოვლენებია, ინტერნეტში ნანახი, ტელევიზორში მოსმენილი და ბეჭდური მედიაში წაკითხული. ცხოვრობდე ასეთ საინტერესო და არაპროგნოზირებად რეალობაში, როგორიც ჩვენია, მაგრამ “დაფრინავდე სადღაც ღრუბლებში”, მისთვის მიუღებელი და გაუგებარია. მისი პასუხები იდააფის შეკითხვებზე ამ დამოკიდებულებას ადასტურებს: – რამდენიმე […]