ნორვეგიაში, Allmannajuvet-ის თუთიის ისტორიულ მაღაროსთან გამავალ ტურისტულ ბილიკზე მოსასვენებელი შენობები გამოჩნდა. მათი დიზაინი ლეგენდარულმა შვეიცარიელმა არქიტექტორმა, პიტერ ცუმტორმა შექმნა და ისინი ზედმიწევნით ზუსტად შეუსაბამა მაღაროს ცივ, პირქუშ გარემოს. 73 წლის არქიტექტორი 1943 წლის 26 აპრილს ბაზელში, შვეიცარიაში დაიბადა. განათლება ნიუ-იორკის პრატის ინსტიტუტში მიიღო, სადაც ინდუსტრიულ დიზაინსა და არქიტექტურას სწავლობდა. მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის […]