იდააფი წარმოგიდგენთ თარგმანს ექსკლუზიური ინტერვიუსი, რომელიც პოპულარულმა გამოცემა SURFACE-მა ჩილელ არქიტექტორ, პრიცკერის პრიზის წლევანდელ ლაურეატ, ალეხანდრო არავენასთან ჩაწერა. ჩილელი არქიტექტორი, ალეხანრო არავენა არქიტექტურას ხალხის დახმარების გზად მიიჩნევს და არა მათი ფორმებით თვალის მოჭრის გზად. არავენას ფირმის, „Elemental”-ის ეთოსი და პრაქტიკა არსებითად წლევანდელ ვენეციის არქიტექტურულ ბიენალეზე წარმოდგენილი ყველა ეროვნული პავილიონის მონახაზია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. როგორ […]
თაგი: Nuka Zurashvili

ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა ‘ბაუჰაუზი’.1919-1933
„არქიტექტორებო, მხატვრებო, მოქანდაკენო, ჩვენ ყველა უნდა დავუბრუნდეთ ხელოსნობას! ვინაიდან არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა „პროფესიონალური ხელოვნება“. არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ხელოვანსა და ხელოსანს შორის. ხელოვანი განდიდებული ხელოსანია. ღვთის შეწევნითა და შთაგონების იშვიათ მომენტებში, რომელიც ნებელობის ზღვარს სცდება, ხელოვნება მისი ხელების შრომით შეიძლება არაცნობიერად აყვავდეს, მაგრამ ხელოსნობის საფუძველი ყველა ხელოვანისთვის არსებითია. სწორედ აქაა შემოქმედებითობის პირველწყარო. […]

ბეტონის ქსოვილი
ქეთი დავლიანიძისა და გიგი შუკაკიძის |WUNDERWERK| „ბეტონის ქსოვილი“ კლაუდიო ვანიონის გამოფენისათვის შეიქმნა, რომელიც სექტემბერში, ქალაქ რომში გაიმართება. კლაუდიო ვანიონი იტალიაში მოღვაწე ინტერიერის დიზაინერი და რომის ხელოვნების აკადემიის პროფესორია, რომელიც პერიოდულად საქართველოშიც მართავს ვორკშოპებსა და მასტერკლასებს. ნამუშევრის შესაქმნელად თეთრი ფერის „პლასტმასის“ სკამი, ქსოვილი და ბეტონია გამოყენებული: სკამს ბეტონით გაჟღენთილი ქსოვილი გადაეფარა, რამაც მისი სილუეტი გააქვავა. ამის […]

კარები კუნძულ პაროსიდან
საბერძნეთი უარავი პატარა კუნძულისგან შედგება და თითქმის ყველა მათგანის არქიტექტურისთვის დამახასიათებელია თეთრი ფერის მომრგვალებულ კედლიანი შენობები. კუნძული პაროსიც ზუსტად ასეთია. სითეთრე ისე ირეკლავს მზეს, თვალს უზომოდ ღლის, განსაკუთრებით კი ზაფხულში, თუმცა ლურჯი ცის ფონზე ძალიან მიმზიდველ კონტრასტს ქმნის და ადვილი გამოსაცნობია, რატომ აქვს ამ ქვეყანას დროშა თეთრსა და ლურჯ ფერებში. Photo Courtesy of IDAAF […]

პესო ფონ ელრიქსჰაუზენის „ვარა პავილიონი“ ვენეციის არქიტექტურულ ბიენალეზე
ეს ლაბირინთისებრი, ათი ურთიერთმკვეთი ცილინდრისგან აგებული პავილიონი, 2016 წლის ვენეციის არქიტექტურული ბიენალესთვის ჩილელმა არქიტექტორებმა, მაურისიო პესომ და სოფია ფონ ელრიქსჰაუზენმა შექმნეს. თითოეული ცილინდრი ერთ დანარჩენს მაინც ეხება, რაც ღია სივრცეების კომპლექსურ ქსელს ქმნის. ავტორებმა პროექტი დაახასიათეს, როგორც „ექსტერიერთა სერია სხვა ექსტერიერებში“, რომელმაც ვიზიტორებში შეგრძნებისმიერი განცდები უნდა გამოიწვიოს. მაურისიო პესოს სიტყვებით „ის ერთდროულად ძალიან კონცეპტუალურიცაა […]

ტიპური საცხოვრებელი სახლები მსოფლიოს ათი ქვეყნიდან
კაცობრიობის იტორიის მანძილზე, ადამიანის შესაძლებლობებისა და იარაღების განვითარებასთან ერთად, მისი საცხოვრებელიც იცვლებოდა: გამოქვაბულიდან ნეოლითის ხანის ქოხამდე თუ რომაული სასახლეებიდან თანამედროვე ვილამდე. შედეგად მივიღეთ სახლების არქიტექტქურის მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონისა და კულტურის მიხედვით განსხვავდება. ამ საგანძურიდან იდააფი ათი ქვეყნისთვის დამახასიათებელ ტიპურ საცხოვრებელ სახლს წარმოგიდგენთ. თურქული საკიზი თურქეთში გავრცელებული საცხოვრებელი სახლებიდან […]