თბილისში პირველი სკანდინავიური რესტორანი სოლოლაკში, ლადო ასათიანის ქუჩაზე გაიხსნა. საკვების მაღალი ხარისხისა და დახვეწილი გემოს გარდა, ამ ადგილს სხვებისგან ინტერიერიც გამოარჩევს, რომელიც მხოლოდ ბუნებრივი მასალებით, ახალგაზრდა არქიტექტორმა და იდააფის დამფუძნებელმა ნანუკა ზაალიშვილმა შექმნა. „თავიდან მეც და დამკვეთებიც ტრადიციულ ნორდიკულ დიზაინზე ვფიქრობდით, თუმცა ადგილმა სხვა კონკრეტული იდეები გვიკარნახა. როდესაც კედლები გალესილი ფენისგან გავათავისუფლეთ, ამ ისტორიული შენობის […]