რა შეუძლია ხელოვნებას აქ? – ნიქოზის ხელოვნების სასახლის არქიტექტურული კონკურსი ამ საფიქრალში იხმობს არქიტექტორებს. სახელმწიფოს მხარდაჭერით ღია კონკურსი ნიქოზის ხელოვნების სასახლის არქიტექტურული პროექტისთვის 2020 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მონაწილეებს 3 თვე განესაზღვრათ პროექტების წარსადგენად და გამარჯვებულები 2021-ის 7 მარტს გამოვლინდა.   ორგანიზატორებისგან: „ნიქოზი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ნიქოზისა და ქვემო ნიქოზის ძველი სახელწოდებაა. მდინარე ლიახვის მარჯვენა […]