მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში და მეოცე საუკუნის დასაწყისში, ევროპაში აქტიურად დაიწყეს უკვე არსებული მეტროს სადგურების გაფართოება და ახალი სადგურების დაპროექტება. არქიტექტორებისა და ხელოვანების როლი ახალი სისტემების შექმნაში მნიშნელოვანი გახდა და ევროპაში დაწყებულმა ცვლილებებმა ნიუ-იორკის მეტროს განვითარებაზეც იქონია გავლენა. ევროპელი დიზაინერები ხშირად ატარებდნენ ექსპერიმენტებს და იმ პერიოდისთვის მოდურ, ახალ მიმდინარეობა არტ ნუვოს, თამამად იყენებდნენ მეტროს […]