ამ სტატიაში თეზი გაბუნიას ახალ სერიას: „New galleries“ წარმოგიდგენთ. ქართველი ხელოვნების მოყვარულთათვის უკვე კარგად ნაცნობი არტისტი, ამჯერად ნამუშევრებს ისეთ სივრცეებში გამოფენილს გვთავაზობს, სადაც მათი არსებობა, ერთი შეხედვით, აბსურდს წარმოადგენს, მაგრამ სწორედ ესაა თეზის ჩანაფიქრიც, წაიშალოს ზღვარი ნამუშევარსა და გალერეას შორის და დამთვალიერებელმა მათი ნახვა ყოველდღიურობაში, გალერეაში მიუსვლელად შეძლოს. ფაქტობრივად, თეზიმ ამ სერიაში განთავსებული ნამუშევრების […]