Null

წიგნი – ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში

ზომა: 24×17 სმ წელი: 2018 გარეკანი: მაგარი /ნაჭრის გვერდები: 144 ISBN: 978–9941-8-0032-0 ავტობუსის საბჭოთა გაჩერებებზე ჩვენს ინტერნეტ გამოცემაში სტატიის გამოქვეყნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არქიტექტორ ნანუკა ზაალიშვილის ეს ფოტო პროექტი ჯერ ფოტო ფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში გალერეა „Project Art Beat” -მა წარმოადგინა, ხოლო შემდეგ Tbilisi Art Fair-ზეც გამოფინა. ექსპოზიციებზე განსაკუთრებული ყურადღება წიგნმა: „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში“ დაიმსახურა, რომელშიც ავტორის მიერ 2015-2018 […]

სადალაქო – იდააფ არქიტექტორები

პროექტი: სადალაქო მდებარეობა: გ. ახვლედიანის ქ. თბილისი ფართობი: 100 კვ.მ წელი: 2018 სტატუსი: დასრულებული გუნდი: ნანუკა ზაალიშვილი, რეზი კრაწაშვილი, ანი წიქორიძე კონცეფცია: სხვადასხვა ტონალობის მწვანე ფერი ხვდება XIX საუკუნის თბილისურ ინტერიერს, საბჭოთა დიზაინსა და თანამედროვე ავეჯს. სადალაქო XIX საუკუნის ბოლოს აშენებულ და ამ დროისთვის დამახასიათებელ თბილისურ შენობაში მდებარეობს. მაღალი ჭერი და სივრცეების დამაკავშირებელი კუთხოვანი […]

გიორგი ჩახავას „სამშენებლო ელემენტი“ და პავილიონები

წინამდებარე სტატიის საგანი არქიტექტორ გიორგი ჩახავას ერთ-ერთი გამოგონება – რკინა ბეტონის სამშენებლო ელემენტები და მათი გამოყენებით აგებული ობიექტებია. წინასწარ დამზადებული ასაწყობი პანელების გამოყენების დიაპაზონი ძალიან დიდია – მცირე ფორმები, საცხოვრებელი სახლები და ხიდის ბურჯებიც კი ამ უნივერსალური ელემენტებით ეწყობა და სტატიკურად მყარ კონსტრუქციას წარმოადგენს. კონსტრუქცია თვითმზიდია და არ საჭიროებს დამატებით გამაგრებას. ის იდგმება ბეტონის წერტილოვან […]

აპარტამენტი თბილისში – სტუდია YØ DEZEEN

პროექტი: აპარტამენტის ინტერიერის დიზაინი ფართობი: 135 მ2 მდებარეობა: თბილისი, საქართველო წელი: 2015–2017 უკრაინულმა დიზაინ სტუდია YØ DEZEEN–მა თავისი პირველი ინტერიერი დაასრულა თბილისში. არტემ ზვერევისა და არტურ შარფის დუო 2010 წლიდან მოღვაწეობს არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში და მსოფლიოს მასშტაბით უკვე ბევრი საინტერესო პროექტის ავტორია. მათი სტილი მასალების მრავალფეროვნებითა და ძვირადღირებული ავეჯის კომბინაციებით გამოირჩევა. 135 მ2 […]

BIG -ის ”უხილავი მუზეუმი”, რომელიც ნაცისტების ბუნკერთან არსებულ ბორცვშია გათხრილი

პროექტი: Tirpitz– ის მუზეუმი ავტორი: BIG (Bjarke Ingels Group) არქიტექტორები: ბიარკ ინგელსი, (Bjarke Ingels) ფინ ნორქეარი (Finn Norkjaer) ფართობი: 2800.0 მ2 მდებარეობა: ბლოვენ, (Blåvand) დანია წელი: 2014-2017 დანიურმა არქიტექტურულმა კომპანია, ბი აი ჯი –მ (BIG) დაასრულა მშენებლობა „უხილავი მუზეუმისა“ ბლოვენში, რომელიც მე–2 მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების მიერ აგებული ბუნკერის მიმდებარედ, ქვიშის ბორცვში ხაზოვნადაა გაჭრილი. […]

”აპრილის სახლი” – ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია სიღნაღში

პროექტი: „აპრილის სახლი“ – ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია არქიტექტორი: იდააფ არქიტექტორები საერთო ფართობი: 242 მ2 შენობის ფართობი: 220 მ2 მდებარეობა: სიღნაღი, საქართველო წელი: 2015-2016 იდააფ არქიტექტორებმა ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია დაასრულეს სიღნაღში. „აპრილის სახლი“ სიღნაღში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს. ამჟამიდნელმა მეპატრონეებმა ის რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად დანგრეულ მდგომარეობაში შეიძინეს. შენობა ორ სართულზე განლაგებული, ასე ვთქვათ, ტიპური […]

არქეოლოგიის მუზეუმი პერუში – Barclay & Crousse

პროექტი: არქეოლოგიის მუზეუმი არქიტექტორები: Barclay & Crousse მდებარეობა: აიქა, პერუ ფართობი: 1170.0 მ2 წელი: 2016 სამხრეთ ამერიკულ უდაბნოებს ისე არაფერი უხდება, როგორც წითელ პიგმენტ გარეული ბეტონი. სწორედ ასეთია არქეოლოგიის მუზეუმი აიქაში, რომლის არქიტექტურაც Barclay & Crousse-ს ეკუთვნით. შენობის სწორხაზოვნება უდაბნოს ტეხილი კლდეების ფონზე დინამიურ განწყობას წმნის. ფერები ქვიშაში გარდამავალია და ჩამავალი მზის სხივები მართკუთხა ვიტრაჟებში […]

გიორგი ჩხეიძე – ”ისე, როგორც არის”

არტარეაში გალერეა “ერთი”-ს ორგანიზებით გიორგი ჩხეიძემ ახალი ნამუშევრების სერია: „ისე, როგორც არის“ (As It Is) წარმოადგინა. შესრულების ტექნიკები, თემატიკა, ფერები – ჩხეომ ამ ექსპოზიციით თითქოს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის სტილსა და მიმართულებას ხელოვნებაში. მოზრდილი ზომის ტილოებზე შესრულების ბასრი ტექნიკა თავიდან პრინტის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა კარგად დაკვირვებული თვალი გიორგის პედანტურ და სუფთა ხელწერას მაშინვე შეამჩნევს. […]

სტეფანწმინდა ურბანულ ქაოსში და ტურისტული სეზონისთვის მოუმზადებელი ინფრასტრუქტურა

„მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ვარ ორი მინისტრი – საქართველოს პრემიერ მინისტრი და მთის მინისტრი“ – გიორგი კვირიკაშვილი (საქართველოს პრემიერ მინისტრი) თბილისიდან ჩრდილოეთით, თერგის ხეობაში დაბა სტეფანწმინდა მდებარეობს. ყაზბეგის მყინვარწვერისა და გერგეტის სამების შთამბეჭდავი ხედებით გამორჩეული, სალი კლდეებით შემოსაზღვრული და მწვანე ფერის გამაში ჩაკარგული სახლების სახურავებით, ადგილი, სადაც ვიზიტორების ნაკადი წელიწადის ნებისმიერ დროს აურაცხელია. […]

არქიტექტურა ჯავახეთში – სახლები გამწვანებული სახურავებით

ისტორიულ წყაროებში ჯავახეთი (ზააბახა) პირველად ძვ. წ. 785 წელს იხსენიება ურარტუს მეფის არგიშთი I-ის წარწერაში, როგორც დაპყრობილი მხარე; საქართველოს ეს ნაწილი დღეს ყველაზე საინტერესო ადგილია მოგზაურობისთვის, რადგან მის კულტურას სხვა მხარეებთან შედარებით ნაკლებად ვიცნობთ და უმეტესობა ამ ადგილებისა ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ლანდშაფტები ხელუხებელი, თანამედროვე ურბანული ქაოსისგან სრულიად თავისუფალი და მშვიდი; ტბებითა და მდინარეებით მდიდარი სამცხე-ჯავახეთი, […]

თბილისის ურბანული განვითარების 10 შეცდომა, რაც ისევ გრძელდება

10. რეკრეაციული ზონები სტატუსის გარეშე, მათში პრივატიზებული ნაკვეთები და მიმდინარე მშენებლობები იქეთ დეველოპერი თბილისის მერიის აქტიური ხელშეწყობითა და აქეთ ბეტონის ჯუნგლებში ამომხრჩვალი მოსახლეობა, რამდენიმე წელია თავგანწირულ ბრძოლაშია ჩართული. თბილისის მერია საბჭოთა დროინდელი ქალაქის გენგეგმიდან შემორჩენილი ცარიელი ადგილების ათვისებას აქტიურად განაგრძობს. ყველა ასეთი ტერიტორია თბილისის ცენტრსა და განსაკუთრებით გარეუბნებში სამშენებლო მოედნად მოიაზრება. გენგეგმის არარსებობის გამო გრძელდება […]

ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები აფხაზეთიდან

ცნობილმა კანადელმა ფოტოგრაფმა კრისტოფერ ჰერვიგმა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ავტობუსის გაჩერებების მოგროვებას 15 წელი მოანდომა. ეს წლები სავსე იყო საინტერესო თავგადასვლებითა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელი დიზაინის მრავალფეროვნებით. თუ ევროპასთან ახლოს ქვეყნების გაჩერებები ხის მასალასა და უფრო რბილ ფორმებშია გადაწყვეტილი, ამიერკავკასიაში მათ ბეტონსა და მოზაიკაში ჰპოვეს გამოხატულება. აღსანიშნავია, რომ გაჩერებების უმეტესობა ასო: A ფორმის […]

ვერა ფაღავა – ქართული ფერწერის იშვიათი სიმდიდრე

ვერა ფაღავა ქართული ფერწერის უიშვიათესი სიმდიდრეა, განსაკუთრებით საინტერესო კი თავისი მოღვაწეობის წლებით. 20-ე საუკუნის დასაწყისი, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დგას არქიტექტურაში, ფერწერაში, თეატრში, ლიტერატურასა და სხვა სფეროებში. ასპარეზზეა გალაკტიონ ტაბიძე, ყალიბდება ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა გაერთიანება „ცისფერყანწელები“. მოღვაწეობას იწყებენ და 1920 წელს პარიზში სასწავლებლად ჩადიან დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და შალვა ქიქოძე, მოგვიანებით […]

ჰოსტელი პინნ – სტუდიო +-

პროექტი: ჰოსტელი პინნ ავტორი: სტუდიო +- საერთო ფართი: 150კვ.მ მდებარეობა: მ. ლერმონტოვის ქ. თბილისი წელი: 2017   თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი ჰოსტელი „პინნ“ გაიხსნა. პროექტზე „სტუდიო +- „ -მა იმუშავა. „სტუდიო +- „ ახალგაზრდა დიზაინერების, ელისაბედ ზაუტაშვილისა და ნატო ბაგრატიონის დუოა, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდნენ სცენაზე. მათი ინტერიერებისთვის დამახასიათებელი ღია ტონალობაში გადაწყვეტილი […]

ვილები გოლფის კომპლექსისთვის

პროექტი: ვილები გოლფის კომპლექსისთვის არქიტექტორი: WUNDERWERK + დავით გიორგაძე საერთო ფართობი: 500 ჰ ლოკაცია: თელეთი, საქართველო კლიენტი: Primera Golf and Residence საპროექტი ჯგუფი: გიგი შუკაკიძე, დავით გიორგაძე, ნიკოლოზ ლომიძე, სანდრო ღარიბაშვილი სტატუსი: კონკურსის გამარჯვებული წელი: 2016   თბილისის მახლობლად, თელეთის მთაზე Primera Residence Development and Construction LLC 18 წერტილიანი გოლფის კომპლექსს აშენებს 500 ჰექტარ ტერიტორიაზე, […]

© 2023 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |