Null

Petre Otskheli WINGED PAINTER 1936 photo credit www.georgiatosee.com

პეტრე ოცხელი – სივრცის ინსპირაცია თეატრსა და კინოში

  თეატრი და კინო თავად არის წარმოსახვითი რეალობა, მოქნილი და ამავდროულად კონკრეტულ სიუჟეტზე მიბმული, ამიტომ ამ აბსტრაქტული სამყაროსთვის ხელშესახები სივრცის შექმნა განსაკუთრებულ გონს, ინტუიციასა და ნიჭს მოითხოვს. დღევანდელი ორშაბათის ინსპირაციის მთავარი გმირი პეტრე ოცხელი ყველა ამ და კიდევ სხვა მრავალი დადებითი პროფესიული თვისებით გამოირჩევა. პეტრე ოცხელი ქართული სცენოგრაფიის, როგორც პროფესიული დარგის ფუძემდებელია. Petre Otskheli and […]

2 (timdietrich.me)

ორშაბათის ინსპირაცია: ალექსანდრე ქალდერი – ‘შემდეგი ნაბიჯი სკულპტურაში მოძრაობაა’

ალექსანდრე ქალდერის ნამუშევრები 2015-ის ზამთრის სეზონის მთავარი ექსპოზიცია იყო ტეიტ მოდერნში, ლონდონში. კურატორებმა მნახველის წინაშე მსუყე მასალა და ხელოვანის უამრავი საკულტო ნამშევარი წარმოადგინეს, სადაც კარგად ჩანდა ამ უდიდესი შემოქმედის საწყისი, განვითარებისა და კულმინაციის მომენტები. უსაზღვრო ნიჭით დაჯილდოებული არტისტი გარდაცვალების შემდეგაც არ კარგავს პოპულარობას და მისი შემოქმედება მრავალი ხელოვანისთვისაა შთაგონების წყარო. ქალდერმა ქანდაკებასთან მუშაობის ინოვაციური მეთოდები […]

post

გენიალური დოგონები კორბუზიეში ჩასახლდნენ

დოგონები მდ. ნიგერის სამხრეთით, მალის მთებში გახიზნული უძველესი აფრიკული ტომია. რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს გამაჰმადიანებაზე და საერთოდაც ყველაფერზე, რაც ცივილიზაციის განვითარებას უკავშრდება. ისინი დღესაც განცალკევებით არსებობენ და ისევ იმ თიხა-ქვით იშენებენ საცხოვრისებს, როგორც ადრე, ისევ ისეთი სიჭრელეები აცვიათ და ისევ ისე ბედნიერად ცხოვრობენ, როგორც ეს საუკუნეების წინ ხდებოდა. ნერვებს არც პირდაფჩენილი ტურისტების ფოტოკამერების ჩხაკაჩხუკი […]

poster

ამანდა ვაჩობის ტატუები

მსოფლიო სავსეა ცუდი ტატუებით და ისინი თავს ტანსაცმლის ქვეშ მალავენ, მაგრამ არიან არტისტები, რომლებმაც ტატუირება ხელოვნების დარგად აქციეს, სხეულზე მათი ქმნილებები კი იმაზე ბევრად ძვირი ღირს ვიდრე სხვა მხატვრების ნამუშევრები ტილოზე. ამანდა ვაჩობს ფერმწერის დიპლომი აქვს. განათლების დასრულების შემდეგ გოგონამ არ იცოდა რა მიმართულებით ემუშავა, თუმცა როდესაც ტატუირებით დაინტერესდა და თავის ფერწერულ ნამუშევრებს ტილოზე კი […]

LONGYEARBYEN SVALBARD NORWAYS LANDSCAPES

სვალბარდის არქიპელაგი ანუ სად დავემალოთ მსოფლიოს

არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი შთაგონების წყარო ხდებიან თავიაანთი დიადი საქმეების გამო. მოხდა მოვლენები, რომლებიც სტიმულს გვაძლევს, ჩვენც მოვიმოქმედოთ რაღაც განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და არსებობს ხელოვნების ქმნილებები, რომლებთან შეხება, მოსმენა და დანახვაც საკმარისია მძაფრი ემოციების გამოსაწვევად. ამ ყველაფერის გარდა კი არსებობს ადგილები დედამიწაზე, სადაც მოხვედრა ადამიანს ცვლის. ადგილები, რომელთა მონახულება გვაიძულებს გავხდეთ უკეთესები, ლანდშაფტები, რომელთა ფერთა გამა […]

03d017da51dd210bb0273136fe150dbd

სებასტიან კოქსი ანუ „ ტყის ბიჭი“

ასე მგონია, ამ ბიჭმა ტყე შემოიტანა ინტერიერში: ამდენი ხის ნივთი, ტრადიციული ბრიტანული ინსტრუმენტებით დამზადებული მის მიერვე, ელეგანტური ფორმებითა და თანამედროვე დიზაინში გადმოცემული, არის ის, რაც სებასტიან კოქსს სხვა უამრავი დიზაინერისაგან გამოარჩევს. უბრალოება და ფორმათა იდილია მის ნამუშევრებში კარგად იგრძნობა, რომლებიც ამ ახალგაზრდა ბიჭს, სხვათაშორის, უკვე მრავლად დაუგროვდა. უამრავი კონკურის გამარჯვებული და წლევანდელი “ლონდონის დიზაინის ფეტივალის“ […]

ორშაბათის ინსპირაცია – ეერო საარინენი

ეერო საარინენი ის კაცია, თავის ქმნილებებში არქიტექტურა, კონსტრუქცია და დიზაინი ერთ განუყოფელ ცნებად რომ აქცია. ყოველთვის იყო და არის კამათი იმაზე, რომელი უფრო მნიშვნელოვანია – არქიტექტურა თუ კონსტრუქცია, რომელი მათგანი ვერ არსებობს მეორეს გარეშე. მე მაინც მგონია, პასუხი ნაწილობრივ საარინენის შემოქმედებაა, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და სადაც არც ერთი მათგანი ერთმანეთისგან არ გამოიყოფა. არც […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |