1955 წელს საბჭოთა კავშირში გამოდის დადგენილება „არქიტექტურაში ზედმეტობებთან ბრძოლის“ შესახებ. ამ ბრძანებამ რადიკალურად შეცვალა საბჭოთა არქიტექტურის განვითარების კურსი. ამ დროის ძირითადი გამოწვევა მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილება იყო. არქიტექტურულ საპროექტო ინსტიტუტებში შემუშავებული ტიპური საბინაო პროექტებით დაიფარა საბჭოთა რესპუბლიკების ახალი რაიონები და მიკრორაინები. თუმცა, ამავდროულად, მუშავდება ინდივიდუალური პროექტებიც, სხვადასხვა ფუნქციისა და დანიშნულების მქონე შენობებისთვის. საბჭოთა რესპუბლიკების არქიტექტურაში […]