იდააფის დღევანდელი ორშაბათის ინსპირაცია თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარია, რომელიც შუა საუკუნეების ფრესკებისთვის დამახასიათებელ ტექნიკას იყენებდა დაზგური ფერწერის შესაქმნელად. მერაბ აბრამიშვილის პირველი შთაგონება ატენის სიონის ფრესკები იყო, რომლებსაც მამის ხელმძღვანელობით შემდგარი ექსპედიციისას შეხვდა. ასლების ხატვისას უძველეს ტექნიკას დეტალურად გაეცნო და შემდგომში ის საკუთარი სტილის შექმნაში ოსტატურად გამოიყენა. ლევკასის ტექნიკით შესრულებული დაზგური ფერწერა განსხვავებულ თემატიკას მიუძღვნა და ოთხმოციანელების […]