MAXXI თანამედროვე ხელოვნებისა და არქიტექტურის ეროვნული მუზეუმია რომში. მისი დიზაინის შექმნაზე არქიტექტორმა ზაჰა ჰადიდმა იზრუნა და მასში შექმნა მულტიდისციპლინარული სივრცე ექსპერიმენტებისა და ინოვაციებისთვის. მუზეუმის დიზაინზე ორ ეტაპიანი კონკურსი იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრომ 2000 წელს გამოაცხადა. იგი ყოფილი სამხედრო შენობის (Caserma Montello) ადგილს დაიკავებდა, რაც საკმაოდ სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებული; ყაზარმა ქალაქის ცენტრთან და სხვა […]