გარემო, სადაც ხშირად გვიწევს ყოფნა, დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე; გამონაკლისს არც სასწავლო სივრცეები წარმოადგენს. კარგად დაგეგმილი და საინტერესო გარემო, რომელიც ზუსტად ითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, დადებითად განგვაწყობს სწავლისადმი და უფრო შრომისუნარიანს გვხდის. სწორედ ასეთი სივრცეა შექმნილი სინგაპურში, ნაიანგის ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომლის პროექტზე მუშაობისასაც, ტომას ჰეზერვიკი დადგენილ ჩარჩოებს ნამდვილად გასცდა, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. ტომას ჰეზერვიკი […]