სოფელ შეკვეთილს ბოლო რამდენიმე წელია სწრაფი განვითარების ტემპი აქვს აღებული და ათასობით ტურისტს მასპინძლობს. ქვიშის სანაპიროებისა და ევკალიპტის ტყის გარდა, აქ უკვე ფუნქციონირებს 10000 ადგილიანი საკონცერტო დარბაზი, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, იგეგმება გასართობი პარკის გახსნაც; სწორედ მათ რიცხვს შეუერთდა არქიტექტურული მინიატურების პარკი 2016 წლის აგვისტოდან, სადაც თავმოყრილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის არქიტექტურული ძეგლების მინიატურული ვარიანტები 1:25 მასშტაბით. […]