ქეთი დავლიანიძისა და გიგი შუკაკიძის |WUNDERWERK| „ბეტონის ქსოვილი“ კლაუდიო ვანიონის გამოფენისათვის შეიქმნა, რომელიც სექტემბერში, ქალაქ რომში გაიმართება. კლაუდიო ვანიონი იტალიაში მოღვაწე ინტერიერის დიზაინერი და რომის ხელოვნების აკადემიის პროფესორია, რომელიც პერიოდულად საქართველოშიც მართავს ვორკშოპებსა და მასტერკლასებს. ნამუშევრის შესაქმნელად თეთრი ფერის „პლასტმასის“ სკამი, ქსოვილი და ბეტონია გამოყენებული: სკამს ბეტონით გაჟღენთილი ქსოვილი გადაეფარა, რამაც მისი სილუეტი გააქვავა. ამის […]