კვაჭი 2006-ში ჩვენი საერთო მეგობრისგან გავიცანი, მაშინ აბიტურიენტები ვიყავით და მზიან ამინდში აკადემიის ეზოში შეხვედრები ტრადიციასავით გვქონდა ბავშვებს. მაშინვე მომეწონა, ფერადი, პოზიტიური და იაპონურ კულტურაზე უზომოდ შეყვარებული ეს გოგო. მახსოვს მზიურის ფესიტივალები და კვაჭის ლურჯი თმა, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ალტერნატიული მუსიკის კონცერტები და ზენიტის ფოტოკამერით გადაღებული მისი ფოტოები. მერე იყო სტუდენტობა, სწავლის დღეები, კვაჭი ხატავდა, ილუსტრაციებს […]