ირლანდიელი დიზაინერის, ჯონათან ანდერსონის შესაძლებლობებს რომ საზღვარი არ აქვს, კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდით, როდესაც ესპანური ბრენდისა და სამოდელო სახლის Loewe-ს შემოქმედებითმა დირექტორმა სექტემბრის ბოლოს, 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია წარმოგვიდგინა. დღევანდელ ქაოტურ მოდის სამყაროში ამ დიზაინერის შემოქმედება შესამჩნევად პროგრესირდება ყოველწლიურად და ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობს; მისი ნამუშევრები ეკლექტურ ერთობას ქმნის, რომლის შთაგონების წყაროსაც სხვადასხვა ეპოქა თუ […]