იან კალაბი გრაფიტის ჩეხი მწერალი 1978 წელს ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა. დღეს მისი ნამუშევრების სოლო გამოფენები სხვადასხვა გალერეაში იმართება, მაგრამ მანამდე, როგორც ქუჩის მხატვარმა, ყველა ის საფეხური გაიარა, რომელიც გრაფიტის სრულფასოვანი წერისთვის არის საჭირო. იანი საბჭოთა სივრცეში დაიბადა, სადაც გრაფიტის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არსებობდა. 90-იანებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საზღვრები გაიხსნა და დასავლური ამბები ადვილად შევიდა ქვეყანაში, […]