პროექტი: ბინის ინტერიერი დიზაინი: სტუდიო + – (ნატო ბაგრატიონი, ელისაბედ ზაუტაშვილი) ფართობი: 150 კმ.მ მდებარეობა: თბილისი, საქართველო წელი: 2014-2018 ავტორებისგან: „ეს არის საცხოვრებელი ბინის პროექტი, რომელზეც რამდენიმე წელი ვიმუშავეთ. იმის გამო, რომ განხორციელებისას დიდი დრო დავუთმეთ დამკვეთის სურვილებისა და ცხოვრების სტილის შესწავლას, მუშაობის პროცესი უფრო შემოქმედებითად წარიმართა. ჩვენი ინსპირაციის წყარო არსებული გარემო, იპოდრომის მთის ხედები და განათებაა, რაც ამ […]
თაგი: Interior Design

ყავის საწარმო მეამა – ხმალაძე არქიტექტორები
მდებარეობა: თბილისი, საქართველო ტიპი: ყავის ქარხანა და სათავო ოფისი ფართობი: 10 500 კვ.მ სტატუსი: მიმდინარე წელი: 2016 – დღემდე ქალაქის აეროპორტთან დამაკავშირებელ გზატკეცილზე მდებარე ეს ობიექტი ნაკლებად ათვისებულ გარემოშია განთავსებული. შენობას გარს მინდვრები და ფიჭვის ხეები აკრავს და მასში განთავსებულია ყავის საწარმო, ოფისები, დასაგემოვნებელი სივრცეები და ყავის ექსპონატების საგამოფენო სივრცე. ინტერიერი უწყვეტი, დაუბრკოლებელი სივრცეა მინის […]

პეტრე ოცხელის პავილიონი
2017 წელს, ქართული მოდერნიზმისა და სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული, ალბათ „პროექტი 12“იყო, სადაც 12-მა მიწვეულმა ხელოვანმა პეტრე ოცხელის შემოქმედება თავიდან გადაიაზრა და მას ახალი გამოვლინება უპოვა. ხელოვანებმა პეტრე ოცხელის ნამუშევრების თავიაანთი ალტერნატიული ხედვა სხვადასხვა ტექნიკებში წარმოადგინეს: ციფრული ხელოვნება, ნეონის ნათება, […]

”აპრილის სახლი” – ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია სიღნაღში
პროექტი: „აპრილის სახლი“ – ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია არქიტექტორი: იდააფ არქიტექტორები საერთო ფართობი: 242 მ2 შენობის ფართობი: 220 მ2 მდებარეობა: სიღნაღი, საქართველო წელი: 2015-2016 იდააფ არქიტექტორებმა ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია დაასრულეს სიღნაღში. „აპრილის სახლი“ სიღნაღში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს. ამჟამიდნელმა მეპატრონეებმა ის რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად დანგრეულ მდგომარეობაში შეიძინეს. შენობა ორ სართულზე განლაგებული, ასე ვთქვათ, ტიპური […]

ზვიად სურგულაძის ინტერიერი სილამაზის სახლ ‘მირორისთვის’
პროექტის ავტორი: ზვიად სურგულაძე ფოტოს ავტორი: მარიამ სიჭინავა ფართი: 110 მ2 მდებარეობა: თბილისი, ბესიკის ქ. #4 სილამაზის სახლ “მირორისთვის” შექმნილი ზვიად სურგულაძის ინტერიერის დიზაინი მოულოდნელი დეტალებით არის სავსე. სივრცე კლასიკურია, ამავე დროს თანამედროვე და სურეალისტური ელემენტების შემცველი. იდააფმა ავტორს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა: – რამდენად იქონია გავლენა ობიექტის დასახელებამ ინტერიერში ორი მრგვალი სარკის დომინანტ […]

ქრისტინა’ს საიგონის ოფისის ინტერიერი ვიეტნამში სტუდია სამისგან
პროექტის ავტორი: მაშო მარგიშვილი კონსულტანტები და სტუდია სამის ჯგუფის წევრები: გიორგი მარგიშვილი და მანანა მიქაშავიძე დამკვეთი ვიეტნამური კომპანია: Christina’s Saigon მდებარეობა | რუკა: ჰო ჩი მინ სითი (საიგონ), ვიეტნამი ფოტო: ტუ ნგუიენ 3D: ჰუნ ფან ინტერიერის ზედამხედველობა: Hung Phan-ის გუნდი | Christina’s Saigon გუნდი “სტუდია სამი” სამი თაობის არქიტექტორებს აერთიანებს და საკუთარი სახელწოდებაც სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით შეარჩიეს. […]

მოდის სახლ DOTS-ის ინტერიერი
არქიტექტორები: გიორგი მოსულიშვილი | ანუკა თავართქილაძე სამშენებლო სამუშაოები: Mosulishvili & Partners ფერწერა: თამარ მაღლაფერიძე ფოტო: DOTS წელი: 2016 მდებარება: კოტე აფხაზის ქ.22 | თბილისი, საქართველო თბილისში კიდევ ერთი საინტერესო ინტერიერის მქონე ობიექტი გაიხსნა – მოდის სახლი DOTS. აქ ყველაფერი ქართულია, დაწყებული ჩანაფიქრით და დამთავრებული თითოეული აქსესუარით. კოლექცია გამოირჩევა ფერადოვნებითა და ქსოვილზე დატანილი მსუბუქი სახალისო დეკორით. IDAAF-ის განსაკუთრებული ინტერესი […]

არქიტექტურის ლაბორატორია #3 – მეტრო მოდული მოსკოვში
ამ სტატიაში იდააფი წარმოგიდგენთ პროექტს, რომელსაც განხორციელება მოცემული ფორმით არ უწერია, თუმცა საკუთარი შინაარსით და ჩანაფიქრით, რიგ განხორციელებულ პროექტებზე მეტი მნიშვნელობა აქვს. პროექტი მოსკოვის ერთ-ერთი მეტრო სადგურის, ტერეხოვოას რენოვაციის საკონკურსო ნამუშევარს წარმოადგენს და მასზე ქართულმა არქიტექტურულმა სტუდია Laboratory of Architecture #3-მა იმუშავა. „ნაგებობის კონსტრუქციული ნაწილი და ინფორმაცია ძირითადი მოცულობის შესახებ მოცემული იყო. ჩვენ არ გვინდოდა ინტერიერის უბრალოდ […]

ზვიად სურგულაძის ახალი ინტერიერი წიგნების მოყვარულთათვის
მდებარეობა: თბილისი, საქართველო საერთო ფართი: 61.5მ2 წელი: 2015 ფოტო: მარიამ სიჭინავა ზვიად სურგულაძემ ეს ერთ საძინებლიანი ბინა ისე დააპროექტა, რომ ფართის ყველა კვადრატული სანტიმეტრი რაციონალურად აითვისა და ფუნქციონალურ გამართულობასთან ერთად, ვიზუალური კომფორტიც შექმნა. აქ თითოეული სათავსო საკუთარ მკაფიო კონტურშია მოქცეული, მაგრამ კავშირი მათ შორის თავისუფალი და ლოგიკურია. ამ ბინის ინტერიერი შეიქმნა ახალგაზრდა მამაკაცისთვის, რომელსაც უყვარს წიგნების კითხვა. […]

კვირა დღის აპარტამენტი
ინტერიერის დიზაინი: მაია ბარათაშვილი მდებარეობა: საქართველო, თბილისი, ლადო ასათიანის ქ. ტექნიკური მხარდაჭერა: მაგაიკე შენგელია ნეონის განათება: 60Watt Design |გიორგი მაღრაძე ფოტო: ხათუნა ხუციშვილი მეტალის სამუშაოები: ზვიად ნადირაშვილი სამღებრო სამუშაოები: ბობო წელი: 2015 ვწერთ ინტერიერზე, რომელიც არა არქიტექტორის ან ინტერიერის დიზაინერის, არამედ ფერმწერის შექმნილია, რაც თავისთავად საინტერესო შემთხვევაა. მაია ბარათაშვილისთვის ეს პირველი მცდელობაა. მანამდე ხელოვანიებას საქართველოსა […]

LEBOWSKI ბოულინგ კლუბი
პროექტის კონცეფცია: Windfor’s ინტერიერის დიზაინი: “olivedesign” |ნინო ყამბარაშვილი, ხათუნა მიქაბერიძე| მხატვრები: გიორგი მახარაშვილი, ირაკლი ქადეიშვილი, ბექა ზალიკაშვილი სამშენებლო სამუშაოები: „ინჟინერთა ჯგუფი“ |პაკო მაღრაძე| წელი: 2015 მდებარეობა: საქართველო, თბილისი, ისთ ფოინთი აქ, ძმები კოენების საკულტო კრიმინალური კომედიის “დიდი ლებოვსკის” სული ყოველ კუთხეში იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ ის სტილისტურად არც ერთ კონკრეტულ მიმართულებას არ მიჰყვება, ინტერიერი მაინც […]