მანანიკო კობახიძე 22 წლის ნიჭიერი და პერსპექტიული ასტრონავტია. დიახ, ის თავის თავს ასტრონავტს უწოდებს და დაე იყოს ასე, ასტრონავტი ხელოვნებაში. სულ დაფრინავს, ინსპირაციას იმაზე შორს ეძებს, ვიდრე გალაქტიკაა და როგორც თვითონ აღნიშნა idaaf-თან საუბარში, ხეების მოძრაობიდან დაწყებული, მელოდებით დამთავრებული შთაგონებას ყველანაირ გარემოსა და საგანში პოულობს. მისი ძირითადი კატალიზტორები, დედა და მეგობრები არიან, ამ საქმეში მნიშვნელოვანი […]