ია ქუთათელაძის შექმნილი Punkt სკამი ფინელი დიზაინერების: რუდი მერცისა და პიტერ შმიდის ვოქშოფის შედეგია, რომელიც ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე ფინელი დიზაინერები ჩამოვიდნენ საქართველოში, მოხდა ვორქშოფის კონცეფციის განსაზღვრა და ხის მასალის მომზადება. მათ მეორე ჩამოსვლამდე ყველა მონაწილემ შექმნა სკამის იდეა, რომელიც შემდეგ ტუტორებთან ერთად დამუშავდა. Punkt -ზე მუშაობის პროცესი განსხვავებული იყო იასთვის. არსებობდა კონკრეტული ხის მასალა და მას დიზაინის რამდენიმე ვერსია ჰქონდა. […]